ჩერნოვეცკის ფონდის საქველმოქმედო სასადილო განსაკუთრებული ინტენსიურობით მუშაობს
საზოგადოება - 14:30, 03 Jan, 2019     762

ამ საახალწლო დღეებში ჩერნოვეცკის ფონდის საქველმოქმედო სასადილო განსაკუთრებული ინტენსიურობით მუშაობს. ბენეფიციართათვის მზარეულებმა ჩინებული სუფრა გააწყვეს: ჩაქაფული, ქათმის ფლავი, ხაჭაპური, ქაშაყი ბოსტნეულით, მუჟუჟი, ლობიანი, ნამცხვარი, ბავშვებისთვის - ხილი და კამფეტები.

1000-დე ჩვენმა ბენეფიციარმა სიამოვნებით დააგემოვნა საახალწლო კერძები. ამ ადამიანების თქმით, ჩერნოვეცკის ფონდის სახით მათ შეიძინეს „სახლი“, სადაც თავს მყუდროდ და ღირსეულად გრძნობენ.

ლიანა მექერიშვილი, 72 წლის: „უღრმესი მადლობა თქვენ საახალწლო სუფრისთვის. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. „მადლიერების წიგნში“ უკვე ჩავწერე ჩემი სამადლობელი. გისურვებთ სიკეთეს, სიძლიერეს, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს!“.

ელისო მაკალათია, 65 წლის: „ სახლში მაგიდაც კი არ მაქვს. ჩემი 11 წლის გოგონა გაკვეთილებს ამზადებს სამზარეულოს პატარა მაგიდაზე. რაც თქვენთან დავიწყეთ სიარული, მოვითქვით სული. მაგალითად, აქ ვსადილობთ, ბავშვი ამზადებს გაკვეთილებს, გვაძლევენ ტანსაცმელს, ვისვენებთ სულიერად. შესანიშნავი საახალწლო სუფრა იყო, მადლობის მეტი აბა რა მეთქმის“.

ჩერნოვეცკის ფონდი უსურვებს ბენეფიციარებს გაaმძლეობას, ცხოვრების გაუმჯობესებას, სამსახურის შოვნას, პრობლემების მოგვარებას! 2019 ყოფილიყოს მათთვის გარდატეხის წელი!

„მალე ჩვენი ქვეყანა უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს - ქრისტეშობას იზეიმებს. თუ თქვენ გსურთ ამ დღისთვის საჩუქარი გაუკეთოთ ჩვენს ბენეფიციარებს, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ფონდში, სადაც პირადად შეგახვედრებთ ამ ადამიანებს. თქვენ, ასევე, გექნებათ შესაძლებლობა გაესაუბროთ მათ, გაეცნოთ ფონდის საქმიანობას ადგილზე და თავად მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, -განაცხადა ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42