„ვისაც წაკითხული აქვს ჩემი განცხადებები, ასევე ნანახი აქვს ჩემი ვიდეოები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დამეთანხმება, თუ რა უმძიმეს მდგომარეობაშიც ვიმყოფები. რომ მაქვს უამრავი პრობლემა, რომ ვარ უმძიმესი ავადმყოფი, რომ დანიშნული მაქვს და მესაჭიროვება მუდმივი მკურნალობა ფსიქიატრის, ნერვოლოგის, უროლოგის, კარდიოლოგის, ანგიოლოგის, რევმატოლოგის, თერაპევტის მიერ. მიუხედავად, რამდენჯერმე მიმართვისას დახმარების შესახებ თელავის მერიაში, მათი მხრიდან პასუხი ყოველთვის იყო ერთი და იგივე. რომ ერთი გამოკვლევა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია 280 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ რომ დამიფინანსეს, წამლების დაფინანსება ვეღარ მოხდება. წელიწადში ერთხელ იმ სამარცხვინო 200 ლარითაც კი არ დამიფინანსეს წამლები. დღითიდღე მიუარესდება ეს მრავალმხრივი პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ. მე მაქვს პრობლემა თავის, თავის ტვინის, რომლის ზედმეტი დაძაბვა არ შეიძლება, აკრძალული მაქვს ფსიქიატრის და ნერვოლოგის მიერ. დაბადებიდანვე არ მაქვს ერთი თვალი, მეორე თვალითაც მიჭირს მხედველობა. ხელჯოხ - ყავარჯნების გარეშე ვერ დავდივარ. ვარ, აი ასე, დარჩენილი ჩემს პრობლემებთან მარტო, უყურადღებოდ, უწამლოდ, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. არავინ არ მაქცევს ყურადღებას, არავინ არ მეხმარება. ვარ უმწეოთა და უპოვართა სასადილოს ერთჯერად კვებაზე დამოკიდებული, სახლში მოაქვთ შაბათ-კვირის გარდა, ჩემთვის გაუგებარია, რატომ აქვთ დასვენება შაბათ-კვირა. ვარ შრომისუნარდაკარგული, მეორე ჯგუფის ინვალიდი, სახლში არავინ არ მყავს, ვარ მარტოხელა, სოციალურად დაუცველი. 1987 წლიდან აღრიცხვაზე ვარ თელავის ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერში. დღითიდღე უარესდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. არ შეიძლება, რომ არ ავღნიშნო, რომ მე დაბადებული ვარ მრავალმხრივი ჯანმრთელობის პრობლემებით. ერთდროულად ამდენი პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ არავის, ან იშვიათ ადამიანს თუ ექნება. ამდენი ტკივილები ერთდროულად, მათ შორის მუდმივი, ძლიერი, საშინელი, აუტანელი თავის ტკივილი. შეიძლება, რომ ასეთი ავადმყოფი, ასე უყურადღებოდ იყოს, ვისი მოვალეობაც არის, თელავის მერიის მხრიდან, იმაზე არაფერს აღარ ვამბობ, თუ რა არაადამიანურ პირობებშიც ვიმყოფები. თელავის მერიამ არ შემიბრალა, მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა. სამათხოვროდ გამიხადა საქმე ამ მთავრობამ, დღევანდელმა ხელისუფლებამ. კეთილი ადამიანების იმედზეღა ვარ დარჩენილი. ძალიან გთხოვთ ყველას, რომ გააზიაროთ, რათა ბევრმა ადამიანმა ნახოს. იმედს არ ვკარგავ, რომ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და ამავე დროს შეძლებული ადამიანები და დამეხმარებიან. ყველას გთხოვთ, არაერთი თხოვნისა, ძალიან მერიდება, მიმძიმს, მაპატიეთ, ძალიან გთხოვთ ყველას, ვისაც რის საშუალება და შესაძლებლობა გაქვთ, დამეხმარეთ, თუნდაც ერთი ლარით.
ქალბატონი დარეჯანის და თხოვნით ვაქვეყნებთ ორგანიზაციის ანგარიში ნომრებს .
საქველმოქმედოზარი
0901200128
თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ანგარიშის ნომერი
აპარატებიდან:
საბანკო მომსახურება
იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ
საიდენტიფიკაციო კოდი:445473014
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :ააიპ იალქანი
საქართველოს ბანკი
#GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი:
ლარში
#GE12TB7990736080100007
$-დოლარში
#GE94TB7990736180100002
EVRO-ევრო
#GE94TB7990736180100002
საკონტაქტო ნომერი : 599 33 01 14


მასალის გამოყენების პირობები






