"მიგრაცია: სამყარო, ადამიანი და ტვინი“ - თსუ-ში გია დვალის, დავით ლორთქიფანიძის და ზაალ კოკაიას ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა
საზოგადოება - 10:20, 29 Dec, 2018     1248

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების, მიუნხენის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორის გია დვალის, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, თსუ პროფესორის დავით ლორთქიფანიძის და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორის ზაალ კოკაიას ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე „მიგრაცია: სამყარო, ადამიანი და ტვინი“. ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების მიერ ორგანიზებული წლის შემაჯამებელი ღონისძიება - საჯარო ლექცია უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა.

„ძალიან საინტერესო ლექცია ჩაატარეს ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, უნივერსიტეტის საზოგადოების წევრებმა. ეს იყო მათი საჩუქარი უნივერსიტეტს, რომელიც მიეძღვნა ჩვენს საიუბილეო თარიღს - უნივერსიტეტის 100-წლისთავს. ამ ღონისძიებით დავასრულეთ საიუბილეო წელიწადი. იმედია, რომ ჩვენი ძალიან ბევრი კურსდამთავრებული ასევე მხარში ამოგვიდგება და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება უწოდა ჩატარებულ საჯარო ლექციებს გია დვალმა. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, თსუ პროფესორის დავით ლორთქიფანიძის თქმით კი - ქართველი მეცნიერების ამოცანაა ყველას აჩვენოს, რომ საქართველო თავისი წარსულით არის მსოფლიო მეცნიერების ყურადღების ცენტრში. „ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, უნივერსიტეტი არის ის დაწესებულება, რომელიც არის ლიდერი მთლიანად საქართველოს ინტელექტუალური განვითარების. ძალიან დიდი პატივია, რომ 100 წლის იუბილეს ბოლო დღეს ჩვენი ლექცია იყო. ჩვენ ვცადეთ წარმოგვედგინა სხვადასხვა მეცნიერების საშუალებით ერთი პროცესი,“- აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.

„მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს მოგვეცა საშუალება ფართო აუდიტორიისთვის წარმოგვედგინა კვლევები და გვეჩვენებინა, რომ დღევანდელი მეცნიერება და შემეცნების პროცესი არის მულტიდისციპლინარული და ერთი და იგივე საკითხი შესაძლებელია განხილულ იქნას სხვადასხვა კუთხით. ეს ღონისძიება ნაწილია უნივერსიტეტის საზოგადოების აქტივობის, რაც გულისხმობს ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობასა და უნივერსიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ჩართვას,“- განაცხადა ზაალ კოკაიამ.

ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება თსუ-ში 2017 წლის 15 დეკემბერს აღდგა და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას, აერთიანებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულმა თურქმა მსახიობმა ნესლიჰან ათაგიულმა თურქულ მედიასთან მის შესაძლო დედობაზე და კარიერაზე ისაუბრა.

„დღეს მე არ შემიძლია არჩევანი გავაკეთო ჩემს სამუშაოასა და დედობას შორის. ჩემთვის ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ახლა არ არის ის მომენტი, რომ დედა გავხდე.“- განაცხადა ათაგიულიმ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42