თსუ-ში საიუბილეო საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 20:54, 28 Dec, 2018     1730

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუდენტები ესწრებოდნენ.

„საქართველოს ფოსტამ საიუბილეო მარკა გვაჩუქა. ძალიან ლამაზი მარკაა, რომელიც უნივერსიტეტის იუბილეს ეძღვნება. საფოსტო მარკა მიმოქცევაში დეკემბერში გამოვა 50 ათასი ერთეულის ტირაჟით,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის წარჩინებულმა სტუდენტებმა თამარ ლაშხმა და გიორგი თორდუამ, რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, ცნობილმა მეცნიერებმა ზაალ კოკაიამ და დავით ლორთქიფანიძემ საიუბილეო მარკებზე საზეიმოდ დასვეს ბეჭედი.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს ფოსტის სახელით ასეთ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნაში მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ გამოვეცით საიუბილეო მარკა, რომელზეც გამოსახულია უნივერსიტეტის შენობა. მარკა ძალიან საინტერესოა, სამი ლარის ნომინალის ღირებულებით. ამ მარკის საშუალებით დანარჩენ მსოფლიოს გავაცნობთ ამ ღირშესანიშნაობას,“- განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

საიუბილეო საფოსტო მარკის დიზაინერია ნიტა გონგაძე. მარკაზე გამოსახულია დიმიტრი ერმაკოვის მიერ მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა და გერბი (ავტორი დიმიტრი შევარდნაძე).

ღონისძიება გაიმართა უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს ფარგლებში, რომლის ორგანიზატორი იყო ქართული უნივერსიტეტის საზოგადოება. უნივერსიტეტის საზოგადოება თსუ-ში 2017 წლის 15 დეკემბერს აღდგა, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვას, აერთიანებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსა და მის მხარდამჭერებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42