ცისანა ტატიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა
საზოგადოება - 13:47, 28 Dec, 2018     1471

“ისე ზემოქმედებდა ჩვენზე, რომ გვინდოდა გვეყვირა და გვეკივლა...“

ლეგენდარული პრიმადონა, შარშან ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა.

ქართველ საოპერო დივას, 82 წელი შეუსრულდებოდა.

ცისანა ტატიშვილი, 1963 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი იყო. 38 წლის განმავლობაში მღეროდა როგორც სოპრანოს, ისე მეცო სოპრანოს რეპერტუარს. გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის და პეტერბურგის მარიას თეატრის სცენებზე. გასტროლებს მართავდა ევროპის მრავალ ქალაქში: ვილნიუსი, რიგა, კიშინოვი, კიევი, ოდესა, მინსკი, სოფია, ბუდაპეშტი, ვარშავა, ბერლინი(დოიჩე ოპერა, კომიშე ოპერა), ბონი, მიუნჰენი, კიოლნი, ბაზელი, ათენი, ლისაბონი, ლონდონი, პრაღა, ვენა, ბუსეტო;

ქართველ სოპრანოს, თბილისთან დამეგობრებული ქალაქების საოპერო თეატრების სცენებზე ნამღერი აქვს ფართო ევროპული რეპერტუარი. ცისანა ტატიშვილი, რ. შტრაუსის "სალომეას" პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ამიტომ მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად, სალომეას შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ, ცისანა ტატიშვილის სახელობითი ვარსკვლავი 2010 წელს გაიხსნა.

„როცა ჩვენ დარბაზში ვისხედით და ვუსმენდით, ვუსმენდით ნამდვილ სასწაულს. ისე ზემოქმედებდა ჩვენზე- კოლეგებზე და ზოგადად მსმენელზე, ისე აღგვაფრთოვანებდა ყველას მისი ხმა და მოქმედება სცენაზე, რომ გვინდოდა გვეყვირა და გვეკივლა. ცისანა იყო ოპერის ქალღმერთი. ის იყო განსაკუთრებული, განსაკუთრებული პიროვნება, მომღერალი და ფენომენალური ხმის პატრონი.“იხსენებს საქართველოს სახალხო არტისტი თამარ გურგენიძე

თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, სსრკ სახალხო არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, შვეიცარიის საპატიო ორდენის კავალერი, ლეგენდარული ქართველი სოპრანო ცისანა ტატიშვილი დიდუბის მწერალტა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42