27 დეკემბერს, 16:00-დან 18:00 საათამდე თბილისის ღია უნივერსიტეტში, ჩატარდა “Rustaveli-DAAD”-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შემაჯამებელი საპოსტერო ხასიათის კონფერენცია.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებას, მათ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებას, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებისა და საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების გზით, სამეცნიერო ქსელის შექმნასა და თემატური/ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.
„Rustaveli-DAAD“-ის სასტიპენდიო პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა თებერვალში, კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 38 განაცხადი. დარეგისტრირებული განაცხადები შეფასდა ქართველი და გერმანელი ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ და დასაფინანსებლად შეირჩა 18 პროექტი.
შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები წარადგენენ გერმანიაში კვლევითი სტაჟირების პერიოდში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღებულ შედეგებს.
მომხსენებლებს წარმოდგენილი ექნებათ სტენდი და კითხვა-პასუხის რეჟიმში აღწერენ კვლევით შედეგებს.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ბატონი ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მევნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ქალბატონი ირინა აბულაძე, გერმანიის საელჩოს ატაშე ეკონომიკის მიმართულებით - ბატონი ტომას შოლი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის საინფორმაციო ოფისის უფროსი - ბატონი გებჰარდ როილი, გამარჯვებულ აპლიკანტთა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორები, ფონდის გრანტიორები და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები






