კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩარატების გამო 27 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სამგორის რაიონი
სს „საქართველოს რკინიგზის“ მოთხოვნით 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, კახეთის ჩიხის, რევაზ მამისაშვილის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, საირმის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






