პიროტექნიკაზე მოთხოვნა ახალი წლის დღეების მოახლოებასთან ერთად გაზრდილია. საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს. მშობლებს მოუწოდებენ პიროტექნიკის შეძენის დროს კარგად შეამოწმონ მისი ვადა, რათა ტავიდან მაქსიმალურად იქნეს აცილებული შესაძლო დაზიანებები:
„პიროტექნიკურ ნაწარმს უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია, გამოშვების წელი, შენახვის პირობები, დაყოვნების დრო 2 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ბავშვმა მაგალითად გაისროლა, ეს ვიცით კი ბატონო 2 წამია, მაგრამ გაგრძელდა 3 წამი, 4 წამი და ჰგონია ბავშვს, რომ რაღაც არ ფეთქდებაო. ამ დროს ხდება დათვალიერება, ხო? დათვალიერების შემთხვევაში ხდება უკვე გავარდნა, იქ თვალში მოხვდება. აქედან გამოდინარე ჯერ პირველ რიგში მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული და ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს პიროტექნიკურ ნაწარმზე განთავსებული წარწერით,“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ჯანგებაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






