H1N1 ვირუსით საქართველოში ორი ადამიანი გარდაიცვალა. კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, მიუხედავად მიმართვიანობი მაღალი რისკისა, ქვეყანა ეპიდემიამდე მისული არ არის:
„დღეს ვისაც გრიპი აქვს, ეს არის H1N1 ვირუსი აბსოლუტურ უმრავლესობაში, ცოტა, მაგრამ არის H3N2 გრიპის ვირუსი, თუმცა არ გამქრალა სხვა ვირუსებიც, ისინი ცირკულირებენ. ძირითადად ყველა არის ავად ამ ვირუსით. ამჟამად გვაქვს 221 მიმართვიანობა 100 000 მოქალაქეზე. ეპიდემიური ზღვარი არის 450-500 შემთხვევა 100 ათას მოსახლეზე საქართველოს შემთხვევაში. ეპიდემიამდე არ ვართ მაგრამ, ეს არავის შეღავათს არ აძლევს, ვინც უკვე ავად არის. ბევრმა უკვე გადაიტანა, ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს კლინიკურად, ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ. ეს არის იგივე რაოდენობის მიმართვიანობა, რაც გვქონდა 2 წლის წინაც. დაახლოებით 2-ჯერ მეტია ვიდრე იყო შარშან. გარდაცვალების ერთი შემთხვევა უკვე აღრიცხულია, მაგრამ ამავე დროს ათასობით ადამიანმა უკვე გადაიტანა ეს ვირუსი დიდი პრობლემების გარეშე“,- განაცხადა იმნაძემ.
იმნაძემ გრიპის სიმპტომებზე გაამახვილა ყურადღება:
„ვირუსი იწყება ტემპერატურის უეცარი მატებით, მათ შორის შეიძლება იყოს 38,5, 39,5-ზე მეტი და 40 გრადუსიც, თავის და ყელის ძლიერი ტკივილით, კუნთების, სახსრების ტკივილით და ხველებით. ვირუსი ჩვეულებრივ გრძელდება 7 დღის განმავლობაში, მეტ-ნაკლები ინტენსივობით",- განაცხადა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






