„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა მედიას წლიური ანგარიში ჩააბარა
საზოგადოება - 12:39, 25 Dec, 2018     1060

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა მედიას წლიური ანგარიში ჩააბარა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „2018 წელი ფონდისთვის ნაყოფიერი იყო. უძრავი ქონებისა და წარმოების განვითარების სფეროში, წელს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. ზოგიერთი მათგანის მშენებლობა დაიწყო, ნაწილი კი უკვე გავხსენით. აქტიურად ვიმუშავეთ ქართული პროდუქტის შექმნის, ადგილობრივი ბაზრის განვითარებისა და საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესების მხრივ, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოადგენს“, განაცხადა დავით საგანელიძემ.

მედია სემინარზე ფონდის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გააკეთა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებმა გიორგი დანელიამ და გიორგი ხელაიამ, ასევე, ფონდის შვილობილმა კომპანიებმა. მათ შორის, „დარგობრივი განვითარების კომპანიის“ დირექტორმა მირიან გოგიაშვილმა, კლინიკების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელმა თეა გიორგაძემ, „ლიკანი რეზიდენციის“ დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა და „რუხის სავაჭრო ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით მაჭავარიანმა. „სტარტაპ საქართველოს“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის დირექტორმა გიორგი ლომიძემ მიაწოდა ინფორმაცია და შედეგები გააცნო.

მედია სემინარი სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ წინანდალში“ შედგა, რომელიც „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით წელს გაიხსნა. მედია სემინარზე წინანდლის მამულების ტურისტული შესაძლებლობების, კულტურული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა ისაუბრა.

„საპარტნიორო ფონდის“ მიერ გამართული მედია სემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა კახეთში „ქართული ზეთის ხილის“ კომპანიის პლანტაციები და საწარმო პროცესი მოინახულეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42