რუსთაველის სამეცნიორო ფონდში "დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსი“-ს გამარჯვებული მკვლევრების მიღება გაიმართა
საზოგადოება - 18:31, 24 Dec, 2018     987

24 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ჩატარდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული „2018 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის” ფარგლებში გამარჯვებული მკვლევრების მიღება, რომლებსაც დაესწრნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - ბატონი მიხეილ ბატიაშვილი, სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ბატონი ზვიად გაბისონია, საქართველოს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების 2018 წლის კონკურსზე სულ დარეგისტრირდა 160 საპროექტო განაცხადი, რომლებიც შეფასდა როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. დასაფინანსებლად შეირჩა 54 პროექტი. შესაბამისად, უპრეცედენტოდ მაღალი იყო აღნიშნული კონკურსის წარმატების ინდექსი და 34 % შეადგინა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 54 გამარჯვებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 33 სამეცნიერო - კვლევითი ვიზიტი მსოფლიოს 18 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.

2018 წელს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის ბიუჯეტია 525 000 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25%-იანი ზრდაა.

აღნიშნული კონკურსი არ აწესებს რაიმე ასაკობრივ ზღვარს აპლიკანტისათვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნიერსიტეტებში დარეგისტრირებულ ნებისმიერი ასაკის დოქტორანტს.

ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42