მამუკა ხაზარაძე სტენფორდის უნივერსიტეწტის სტუდენტების ფავორიტი სპიკერი გახდა
საზოგადოება - 17:25, 24 Dec, 2018     1124

აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის 30 წარმატებული სტუდენტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და „თიბისი ჯგუფის“ სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრეს.
ამერიკელმა სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ანაკლიის პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის მიმართ, რომლის პრეზენტაციაც „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა წარადგინა.

სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტები, ფაკულტეტის მრჩეველთან ერთად, საქართველოში სასწავლო-გაცნობითი ვიზიტით იმყოფებიან. ისინი შეხვდნენ როგორც სახელისუფლებო, ასევე კერძო და სტარტაპერ სექტორის წარმომადგენლებს. „სტენფორდის უნივერსიტეტი, სასწავლო-კვლევითი მიზნით, ყოველწლიურად მოგზაურობს მსოფლიოს მასშტაბით. ეს ჩვენი პირველი ვიზიტი იყო საქართველოში. განსაკუთრებით გვაინტერესებს, თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ჩვენი აკადემიური თემაც ეს არის - თუ რა რეფორმები განხორციელდა საქართველოში, როგორია მისი აწმყო და როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან სამთავრობო, კერძო და სტარტაპ სექტორები,“- განაცხადა სტენფორდის უნივერსიტეტის ერთადერთმა ქართველმა სტუდენტმა დავით რუხაძემ, რომელიც უნივერსიტის ხუთ ლიდერ სტუდენტს შორისაა.

„ამ მხრივ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის და „თიბისი ჯგუფის“ მიერ განვლილი 26-წლიანი გზა უნიკალურია. ერთი შეხვედრითაც კი ჩანს, როგორი მაღალპროფესიული გუნდია შეკრებილი მის მიერ დაფუძნებულ კომპანიებში, რა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ ქვეყნისა და რეგიონისთვის და როგორ უყვართ თავიანთი საქმე. მამუკა ხაზარაძე ჩვენს ფავორიტ სპიკერად დასახელდა,“ - ასე შეაჯამეს შეხვედრა სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42