თსუ-ში აკადემიკოს სერგი ჯიქიას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
საზოგადოება - 15:45, 24 Dec, 2018     1184

საქართველოში თურქოლოგიის მიმართულების ფუძემდებლის, აკადემიკოს სერგი ჯიქიას 120 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენციაში თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, მკვლევრები, პროფესორები სტუდენტები მონაწილეობდნენ.

სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები; გაიმართა სერგი ჯიქიას პირადი ნივთების, ხელნაწერების, წერილების, წიგნების, ფოტოარქივის გამოფენა; მოეწყო დოკუმენტური ფილმის „ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის პატრიარქი“ (ავტორი - ეკა ტალახაძე) დემონსტრირება.

ქართული თურქოლოგიის ფუძემდებელი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი სერგი ჯიქია 1919 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობაზე, ხოლო მეორე კურსიდან სწავლა განაგრძო ენათმეცნიერების სპეციალობაზე. 1926 წელს აკაკი შანიძემ იგი უნივერსიტეტში დატოვა თურქული ფილოლოგიის დარგში პროფესორობისთვის მოსამზადებლად. სერგი ჯიქია იყო პირველი დიალექტოლოგი, თურქულ-ქართულ ენათა ურთიერთობების პირველი მკვლევარი, თურქული წყაროთმცოდნეობის პირველი მასწავლებელი, ისტორიული დოკუმენტების პირველი კომენტატორი და გამომცემელი, თურქული ენის, ფოლკლორის, ლიტერატურის ისტორიისა და ოსმალური ენის პირველი მასწავლებელი და ამ დარგებში მომუშავე ახალგაზრდა თაობების პირველი ხელმძღვანელი; მან სახელი მოიხვეჭა საერთაშორისო თურქოლოგიაში როგორც ფაქტიურად ახალი დარგის _ დევთეროლოგიის _ შემქმნელმა, რომელიც მნიშვნელოვან სამეცნიერო დისციპლინად ჩამოყალიბდა. ამ დისციპლინას სათავე დაუდო ს. ჯიქიას ფუნდამენტურმა სამტომიანმა გამოკვლევამ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდმა დავთარმა“, რომელიც xvı საუკუნის ოსმალური ისტორიული საბუთის ანალიზს ეძღვნება. იგი საეტაპო ნაშრომია ონომასტიკაში. სერგი ჯიქიამ შეადგინა პირველი „თურქული ენის ქრესტომათია“, რომელიც დღესაც წარმატებით გამოიყენება. ასევე ფასდაუდებელია მისი ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შედგენილი „თურქულ-ქართული ლექსიკონი“.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თურქოლოგიის მიმართულება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42