"მეორე დღეს მონასტერში აპირებდნენ წასვლას, თუმცა ხანჯლით აჩეხეს" - წავკისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
საზოგადოება - 14:29, 24 Dec, 2018     16924
გვიან ღამით, წავკისში მომხდარი დაპირისპირებისა და მკვლელობის შესახებ მოკლული ძმების ლექსო და დავით ფეიქრიშვილების მეგობრები საუბრობენ.


როგორც ირკვევა, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. კერძოდ, მეგობრები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულსა და ლქქსო ფეიქრიშვილს შორის პირველი დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ მოხდა, როცა მიმალვაში მყოფმა პირმა ახალგაზრდას ავტომობილის შუშა დაუზიანა.

ფეიქრიშვილი დაზიანებული ნაწილის შეკეთებას მოითხოვდა. საბოლოო ჯამში ე.წ. გარჩევა დაპირისპირებაში გადაიზარდა გუშინ კი 2 ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა.

დაჭრილია ერთი პირი - სოსო დორეული, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

წავკისელების ინფორმაციით, ე.წ გარჩევაში მოხვდა რუსლანი, რომელიც როგორც ამბობენ „ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს და მორჩილია“.

„ხმაურზე გარეთ გამოვედით, სადღაც სოსო დორეულის სახლის მიმდებარედ, ბიჭები ტალახში იყვნენ დაგდებულები, სისხლი სდიოდათ. საბოლოო ჯამში ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს, რომ დაშავებულები საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით გადაეყვანათ. შავი ავტომობილი დავინახეთ, რომელიც მაღალი სიჩქარით გადადგილდებოდა, თუმცა ადევნების დრო არ იყო“- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელმაც სახელის გამხელისგან თავი შეიკავა.

წავკისში დაჭრილებსა და გარდაცვლილებს დადებითად ახასიათებენ. მეზობლების ინფორმაციით, სამივე ახალგაზრდა ერთად, გამწვანებაში მუშაობდა. ერთ-ერთი დაჭრილი კი ბიჭებთან სტუმრად იმყოფებოდა.

ადგილობრივების თქმით, დავითი ხშირად ეკლესიაში იმყოფებოდა, მორჩილი სწორედ დათოს ახლო მეგობარია.

„მეორე დღეს ერთად აპირებდნენ მონასტერში წასვლას, თუმცა ხანჯლით აჩეხეს“ - თქვა ჩვენმა რესპოდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42