"ზუზუ შემოდგომაზე ცოლთან მიდიოდა სტამბულში, ამბობდა ორი ტელეფონი მაქვს გამოტანილი, ორივეს განვადების ფულს მაინც ვიხდიო"
საზოგადოება - 14:03, 24 Dec, 2018     2408

მსახიობ ზაზა ბეჟაშვილს რამდენიმე თვის წინ მთელი საქართველო დიდი გულისტკივილით გამოემშვიდობა. ის 16 აგვისტოს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს გარდაცვლილი.

– აქ მცხოვრებმა ლიფტი გამოიძახა და არ ჩამოდიოდა ლიფტი, ავიდა და მესამე სართულზე იყო. ზუზუს ფეხები ნახევრად გარეთ ჰქონდა. გამოიყვანა, ეცადა მოსულიერებას, ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, მაგრამ, სამწუხაროდ, უკვე ძალიან გვიანი იყო, – თქვა ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ.

საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. გარდაცვალების მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს.

ზაზა ბეჟაშვილი დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მუდამ უფულობაზე წუხდა, თუმცა ამბობდა, რომ ფარ-ხმალს არასოდეს დაყრიდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე დაქორწინდა თამარ ორაგველიძეზე, რომელიც სტამბულში მუშაობს და ხშირად ცალ-ცალკე უწევდათ ყოფნა.

ზაზას მეგობარმა, ნატა გულიაშვილმა “სარკეს” უამბო:

– 5-6 წელია მე და ზუზუ ვმეგობრობთ. კლუბებში მუშაობდა წამყვანად. ბარში მენეჯერი ვარ და იქ მაკითხავდა. სექტემბრიდან ჩემთან უნდა დაეწყო მუშაობა. რეპეტიციებიც გავიარეთ, ვიმღერეთ, გავარჩიეთ, როგორ უნდა აგვეწყო საქმე. კვირაში ორ დღეს უნდა ემუშავა. მეუბნებოდა, კაზინოდანაც დამირეკეს, წამყვანები სჭირდებათ და მე და შენ წავიყვანოთ გათამაშებებიო.

21 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეა. დიდი დაბადების დღე უნდა გადამეხადა და ყველაფერი ერთად დავგეგმეთ. მითხრა, ჩემი კონიაკით მოვალ და ხომ შემომატანინებო… მალ-მალე ვუმეორებდი, არ დაგავიწყდეს, რომ 21-ში ჩემი დაბადების დღეა და ამ დღეს სხვაგან არ ამოყო თავი, იცოდე, ჩემთან უნდა იყო-მეთქი. მითხრა, მთელი ზაფხული თბილისში გავატარე და ახლა სადღა წავალო.

ბედის ირონიაა, რომ 21 აგვისტოს დაკრძალეს ზუზუ. არადა ამ დღისთვის ისე ვემზადებოდით. 16 აგვისტოს, შუადღისას ველაპარაკე ბოლოს. მეუბნებოდა, ყველაფერი თავზე დავიმხოთო…

– იცოდით, რომ უჭირდა?

– იმ დღეს მეუბნებოდა, ბანკის ვალებმა შემჭამეს, ორი ტელეფონი მაქვს გამოტანილი, ერთი დავალომბარდე და გამიყიდეს, მეორე კი დამეკარგა და ორივეს განვადების ფულს მაინც ვიხდიო. ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა დედასთან ერთად. რაც შემეძლო, ვეხმარებოდი.

იცით, როგორი იყო? რაც უნდა დიდი პრობლემა ჰქონოდა, არ იმჩნევდა. სულ ხუმრობდა და იცინოდა… ყველამ იცის, რომ დალევა უყვარდა.

– ცოლი მოუყვანია რამდენიმე თვის წინ.

– დიახ და ის გოგო თურქეთში მუშაობდა რომელიღაც კლინიკაში. ზუზუ ამბობდა, მალე მეც წავალ მასთანო. შემოდგომაზე უნდა წასულიყო… ამბობდა, რომ კარგად უგებდნენ ერთმანეთს და ერთად კარგად იყვნენ.

– დოლიძის ქუჩაზე, სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, ვისთან იყო სტუმრად?

– დედამისმა თქვა, არ ვიცი, იქ ვინ ცხოვრობსო…

– აცხადებენ, რომ მეგობართან იყო სტუმრად და მის ვინაობას ძალიან ასაიდუმლოებენ.

– ჩვენც არაფერი ვიცით მისი ამ მეგობრის შესახებ.

– ნარკოტიკებსაც ახსენებენ… შესაძლებელია, გარდაცვალების მიზეზი ეს ყოფილიყო?

– შეიძლება, მაგრამ ნარკოტიკი ჩემთან არასოდეს უხსენებია. ისე უყვარდა სიცოცხლე, ისიც გამორიცხულია, მისი გარდაცვალება თვითმკვლელობას უკავშირდებოდეს. ექსპერტიზის პასუხები 45 დღეში იქნება. შეიძლება გულმაც დაარტყა…

დედამისი ამბობს, იმ დღეს სახლიდან რომ გავედი, ზუზუს ეძინა, რომ დავბრუნდი, სახლში აღარ დამხვდა, ალბათ ვინმემ დაურეკაო. არც დედამისმა იცის, რომელი მეგობარი ცხოვრობს დოლიძის ქუჩაზე.

ხშირად სვამდა და ტკივილს ამით იხშობდა. განიცდიდა, რომ როლები არ ჰქონდა, მაგრამ საქართველოში არაფერი კეთდება და სად უნდა დაგიძახონ?! ვისაც თავისი პროფესია გულით უყვარს, ამის გარეშე არ შეუძლია. დედა უყვარდა ძალიან და სულ ამბობდა, დავტანჯე საწყალი დედაჩემიო.

– კაზინოშიც თამაშობდა თურმე…

– ერთი პერიოდი თამაშობდა და სულ ვთხოვდით, ასე აღარ მოქცეულიყო. ერთხელ იმდენი მოვიგე, ბანკის ვალები გადავიხადეო, ამბობდა. 4 ათასი ლარი მოუგია მაშინ.

“ჩემი მურაჩაშვილი გიორგი, ჩემი კოტე თოლორდავა, ნათია გალოგრე – ეს ხალხი, რომლებიც აღარ არიან… ესაა ტკივილი. მამა არ მყავს. 4 წლის ვიყავი, რომ მოკვდა და ნუ, შევეჩვიე, მაგრამ, როცა ერთად იზრდებით, წლები გაკავშირებს ადამიანთან და უცებ ესენი ამ ცხოვრებაში იღუპებიან, ეს ძალიან დიდი ტკივილია…

ამ ბოლო დროს ძალიან ანერვიულეს ჩემი ახლობლები – წერენ, რომ მოვკვდი. დაიდო რაღაც საიტებზე, რომ ზუზუ ბეჟაშვილი იპოვეს საკუთარ სახლში მოკლული, მკვლელმა აღიარა და იგი დაკავებულია… და მეორე ჭორი – მე და ნარკოტიკი. არ ვიცი, რა შუაში ვართ მე და ნარკოტიკი, ვერ გავიგე და წერენ, რომ, სამწუხაროდ, გავიპარე ნარკოტიკებში…

დროის მანქანა რომ მქონდეს, გავიცნობდი მამაჩემს. საზოგადოებამ მინდა დამიმახსოვროს – საშინელებაა, როცა გარდაიცვლები და მაშინ ახსენდები და, მგონი, როცა გარდავიცვლები, მაშინ დამიმახსოვრებენ კარგ მსახიობად, კარგ ადამიანად და მეორე ვარიანტი მაქვს – ამ ჩემს ფეხებს თუ არ დამიმახსოვრებენ”, – ამბობდა ზუზუ ჟურნალისტებთან, თავის ინტერვიუებში.


წყარო: ჟურნალი "სარკე".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42