თსუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "ფოკუსირება ესთეტიკა" გაიმართა
საზოგადოება - 13:59, 24 Dec, 2018     879

ესთეტიური სტომატოლოგია და მისი ინტეგრაცია კომპლექსურ ორთოპედიაში, ფრონტალური პერი-იმპლანტური რბილი ქსოვილები: ორთოპედიული მენეჯმენტი - ეს საკითხები განიხილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე - "ფოკუსირება ესთეტიკა."

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს ორთოდონტიასა და სტომატოლოგიის დარგში. ამ მიმართულების პირველი კათედრა 1922 წელს გაიხსნა უნივერსიტეტში და საფუძველი ჩაეყარა ქართულ სტომატოლოგიას. ბევრი კარგი სტომატოლოგი დაკავშირებულია ჩვენს უნივერსიტეტთან. დღესაც, თსუ კურსდამთავრებულის მარიამ მარგველაშვილის მოხსენება მოვისმინეთ, რომელიც პირველი იყო მათ შორის, ვინც აღიარება მოიპოვა ამერიკაში. ძალიან კარგი ტრადიციაა, როცა კურსდამთავრებულები ბრუნდებიან ალმა მატერში და უზიარებენ გამოცდილებას კოლეგებს, არამხოლოდ თსუ-დან, არამედ მთელი ქვეყნიდან.“

კონფერენციაში მონაწილეობენ ამერიკის ორთოპედთა აკადემიის პრეზიდენტი, პროფესორი კენეთ ა. მალამენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ მარგველაშვილი, ასევე სხვა ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მკვლევრები, მეცნიერები და სტუდენტები.

„სამეცნიერო კონფერენცია ხელს უწყობს ჩვენს სფეროში განსხვავებული სტანდარტებისა და შესაძლებლობების გაცნობას. აქ საერთაშორისო დონეზე არსებული ცოდნის შეკრება-გაზიარება ხდება სპეციფიკურ საკითხებზე. აშშ-სა და ევროპაში, განსაკუთრებით, გერმანიასა და შვეიცარიაში არსებული ორთოპედიული სტომატოლოგიის პროგრამები საკმაოდ განვითარებულია და უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. მათ შორის არის კომპლექსური, რთული შემთხვევები, რომელიც მოიცავს ქირურგიულ და ლაბორატორიულ კომპონენტს. ყველა ქვეყანას გასხვავებული სტანდარტი აქვს, სწორედ ამ სტანდარტებს ვეცნობით კონფერენციაზე. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ლექტორებისთვის, ასევე, სტუდენტებისთვის,“- აღნიშნა ამერიკის ორთოპედთა აკადემიის პრეზიდენტმა პროფესორმა კენეთ მალამენტმა.

„თსუ პიონერია საქართველოში სტომატოლოგიური განათლების. ესთეტიური ხასიათის ჩვენებები და მოთხოვნები ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში წინ წამოვიდა. კონფერენციაზე მოვიწვიეთ ძალიან ცნობილი სპიკერები აშშ-დან. მათი მოხსენებები ორიენტირებულია ესთეტიური ხასიათის პრობლემებზე, რაც ყოველთვის ახასიათებს სტომატოლოგიურ მკურნალობას და იმედია, რომ იმ ინფორმაციას, რასაც ისინი მიაწვდიან ქართველ და არამარტო ქართველ ექიმებსა და სტუდენტებს, გამოიყენებენ პრაქტიკაში. ამით ამაღლდება ქართველი მოსახლეობის სტომატოლოგიური დახმარების ხარისხი, როგორც ესთეტიური, ისე ფუნქციონალური კუთხით,“ - განაცხადა მედიცის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა მამუკა მარგველაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ფარგლებში მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42