ძმებ ფეიქრიშვილების სასტიკი მკვლელობის მიზეზი ავარიის დროს მოტეხილი მანქანის სარკე გახდა - სისხლიანი გარჩევა წავკისში
საზოგადოება - 13:00, 24 Dec, 2018     12913
შინაგან სამეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, ჰყავს თუ არა უწყებას იდენთიფიცირებული ის პირები, რომლებმაც 4 პირი აჩეხეს. ძმები - 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები გარაიცვალნენ.

სასტიკი მკვლელობა გვიან ღამით, წავკისში მოხდა. ადგილობრივების თქმით, სისიხლიან მკვლელობას წინ გარჩევა უძღოდა.

„ქალი შემოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ გარეთ ხმაურია. მითხრა, რომ ჩემმა შვილმა ვიღაც დაჭრილი წაიყვანა საავადმყოფოში, თურმე, ჩემი შვილიც დაჭრილი ყოფილა.

ორივე ფილტვზე ოპერაცია გაუკეთეს და ელენთაზე იყო კიდევ დანა დარტყმული.

უცხოები მოვიდნენ, ვიღაც გადმოვიდა ხანჯლით და მან დაჩეხა ყველა“, - განაცხადა დაჭრილი ახალგაზრდის მამამ.

"სამი მანქანით მოვიდნენ, უცხოები იყვნენ. ორი ახალგაზრდა - ფეიქრიშვილები ადგილზე, დანებით მოუკლავთ, დაჭრილის ჩემი ბიძაშვილი, რომელიც საავადმყოფოშია" - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულები ტაბახმელიდან არიან.

"უკვე იცის პოლიციამ, ტაბახმელელები არიანო..."- ამბობს ადგილობრივი.

წავკისელთა თქმით, დაჭრილი და მოკლულები კონფლიქტურები არ ყოფილა.

"საუკეთესო ბიჭები იყვნან, სამივე მეგობრები იყვნან, გამწვანებაში მუშაობდნენ" - განაცხადა ადგილობრივებმა. მისი თქმით, ბიძაშვილები ხანჯლით აჩეხეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილ ლექსო ფეიქრიშვილს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი თბილისში მიჰყავდა, რა დროსაც მას ავარია მოუვიდა ტაბახმელაში მცხოვრებ ახალგაზრდასთან. ავარიის დროს მანქანას სარკე მოტყდა. გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ეს ავარია გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი.

მოკლული ბიძაშვილები ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ, თუმცა ტაბახმელაში მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს და მეგობრებთან ერთად საქმის გასარჩევად წავკისში ჩავიდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხ­ლის მე­-2 ნა­წი­ლის ე ქვე­პუნ­ქტით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42