"მაჩვენა წყალში დამხრჩვალი ქალის სურათები, ნახეთ, რა მაგარი ქალია, თან მკერდი უჩანსო"- სმიტების ოჯახის მკვლელობა
საზოგადოება - 10:12, 24 Dec, 2018     7904
ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, მალხაზ კობაურმა ლორა სმიტი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მდინარეში ჩააგდო


ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის მიზეზად ბრალდების მხარე ლორა სმიტის მიმართ მალზახ კობაურის სექსუალურ ლტოლვას ასახელებს.

„მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა მამა შვილის გვამები მოიშორა, ის ბრუნდება ჩანჩქერთან, სადაც დატოვეს ლორა სმიტი და იარაღის მუქარით ახორციელებს მასზე ძალადობას და საბოლოოდ აუპატიურებს მას, ამის შემდეგ ბრალდებულმა ლორა სმიტი დაახრჩო წყალში და ჩააგდო მდინარეში“,-განაცხადა გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა.

მალხაზ კობაურმა პირველ ჩვენებაში ლორა სმიტის მკვლელობის შესახებ არაფერი თქვა, შესაბამისად, გამოძიების ვერსიით, მან ნამდვილი მოტივი დამალა. ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმიტის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, წყალში დახრჩობით, თუმცა ამავე დასკვნაში წერია დაზიანებებზე. გამოძიებას მიაჩნია, რომ კობაურმა ქალზე ჯერ იძალადა ხოლო შემდეგ დაახრჩო.

სწორედ მკვლელობის მოტივის დადგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი კობაურისთვის ბრალის დამძიმება.

ექსპერტიზის თანახმად, ლორა სმიტის გვამს თხემის მიდამოში მარცხნივ, უსწორო კიდეებიანი დაჟეჯილი ჭრილობა, სხეულზე მრავლობითი ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, დაზიანებები განვითარებული იყო მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში.

პროკურორ ზაზა დათუკიშვილის თქმით, როდესაც მაშველებმა ქალი ნახეს , მას შორტები ჰქონდა გახეული, რაც მიუთითებს ძალადობაზე. ასევე, ლორა სმიტს უკანა ტანში აღმოაჩნდა მალხაზ კობაურის სპერმა, ქალს აზღუდი ჰქონდა ჩამოწეული და მაისური აწეული, მუცელი და მკერდი კი შიშველ მდგომარეობაში ჰქონდა.

ლორა სმიტის მიმართ კობაურის სექსუალურ ლტოლვას კობაურის ტელეფონში აღმოჩენილი უკვე გარდაცვლილი ლორა სმიტის ნახევრად შიშველი ფოტოებიც ადასტურებს. ლორა სმიტის სილამაზით კობაური აღფრთოვანებას ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაც ამყარებს, მან 6 ივლისს კობაური სოფელ წკერეში ტელეფონების დასატენად გაგზავნა.

„იმედის კვირაში“ გასული სიუჟეტის მიხედვით, დაგვიანების მიზეზი კობაურმა ასე ახსნა: ამონარიდი მოწმის ჩვენებიდან- ,,მან მე მიპასუხა, რომ პოლიციელებს დაეხმარა გარდაცვლილი ქალის მოძებაში, რომელიც იმყოფებოდა წყალში. თან მაჩვენა მის მიერ გადაღებული წყალში დამხრჩვალი ქალის სურათები. თან გვეუბნებოდა, ნახეთ, რა მაგარი ქალია, თან მკერდი უჩანსო“.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42