„ბავშვი თავზე მიბჯენით არის მოკლული“- სმიტების ოჯახის მკვლელობის ახალი დეტალები
საზოგადოება - 10:03, 24 Dec, 2018     1587
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მალხაზ კობაურის თოფის ლულაზე 4 წლის ქელებ სმიტის დნმ-პროფილი ფიქსირდება და ამავე იარაღზეა მკვლელობაში ბრალდებულის დნმ-ი.


ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მამა-შვილის რაიან და ქელებ სმიტების მოკვლის შემდეგ მალხაზ კობაურმა რაიან სმიტის გვამი მდინარეში გადააგდო, ბავშვის ცხედარი კი თოვლის ზვავის ქვეშ გადამალა.

გადაცემა „იმედის კვირაში“ გასული სიუჟეტის მიხედვით, მალხაზ კობაურის 8 ივლისის ჩვენების შესამოწმებლად ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღნიშნულია, რომ გამოძიებას თავად კობაურმა მიუთუთა იმ ადგილზე, სადაც რაიან სმიტის გვამი გადააგდო, კერძოდ მკვლელობის ადგილიდან 1 მეტრის მოშორებით მდინარის კალაპოტში. ხადას ხეობაში 7 საათიანი ექსპერიმენტისას კობაურმა სამართალდამცველებს მკვლელობის ადგილი აჩვენა.

თავდაპირველად გამოძიება მას მხოლოდ მამა-შვილის მკვლელობას ედავებოდა, რასაც ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებიც ამყარებდა. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თოფის ლულაზე 4 წლის ქელებ სმიტის დნმ-პროფილი ფიქსირდება, ამავე იარაღზეა მალხაზ კობაურის დნმ-ი. დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ ბავშვი თავზე მიბჯენით არის მოკლული. რაც შეეხება ბალისტიკურ ექსპერტიზას, დოკუმენტით დგინდება, რომ მკვლელობის იარაღი ვარგისია საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად და ისვრის. ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილიდან და გვამებიდან ამოღებული ტყვიის ფინდიხი და საფანტი, სწორედ იმ ტიპის იარაღისთვისაა განკუთვნილი, როგორიც მალხაზ კობაურს ჰქონდა თან.

აღსანიშნავია, რომ მკვლელობის იარაღი მწყემსების დროებითი საცხოვრისიდან დაახლოებით 30 მეტრში, საწვიმარ პლაშში გადახვეული, ბალახებში იყო გადამალული და სამართალდამცველევს ამის შესახებაც თავად მალხაზ კობაურმა უთხრა.

პროკურორ ზაზა დათუკიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გაიტყუა რაიან სმიტი, მან მოულოდნელად, ზურგიდან დაახლოებით 150 სმ მანძილიდან ესროლა პირველი ტყვია რაიან სმიტს ზურგის არეში, მეორე გასროლა კი განახორციელა თავის არეში რის შედეგადაც რაიან სმიტი ადგილზე გარდაიცვალა. „ამის შემდეგ ბრალდებული გადაწყვეტს თავიდან მოიშოროს ბავშვი და თავზე ადებს სანადირო თოფს და მიბჯენით ესვრის ტყვიას 4 წლის ბავშვს“,-აღნიშნავს პროკურორი „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში.

19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. საუბარია ხადას ხეობაში ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეების, რაიან და ლორა სმიტებისა და მათ ოთხი წლის შვილის მკვლელობაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კობაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42