მანდარინზე შავი ლაქების გამო აჭარლები ტონობით მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ
საზოგადოება - 18:33, 23 Dec, 2018     2210
მანდარინზე შავი ლაქების გამო აჭარლები მანდარინის რეალიზებას ვერ ახერხებენ. ქობულეთელებს ტონობით მანდარინის ხილის გადამამუშავებელი ქარხნებისთვის მინიმალურ ფასად ჩაბარება უწევთ. მოსავლის ნახევარზე მეტი გაშავდა, ამიტომ მისი შეძენის სურვილი არავის აქვს.

ხალხი ამბობს, რომ ფაროსანის შეწამვლის დროს შხამ-ქიმიკატმა მანდარინის ხეებიც დააზიანა და ნაყოფს შავი ლაქები გაუჩნდა. გაშავებული ქერქი წყლით ადვილად ირეცხება, თუმცა ადგილობრივების თქმით, ტონობით მანდარინის გარეცხვა შეუძლებელია.

მოსავალი მათ გადამამუშავებელ საწარმოებში მიაქვთ, სადაც კილოგრამის ჩაბარება 10 თეთრად უწევთ, თუმცა უმეტესობა ვერც ამ ფასად ჩაბარებას ახერხებს, რადგან ქობულეთის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორი გადამამუშავებელი საწარმოა, რომელთაგან ერთში უკვე 15 დღეა, დანადგარია გაფუჭებული.

ხალხი ციტრუსის მოსაყვანად დახარჯული თანხის ამოღებასაც კი ვერ ახერხებს. ადგილობრივების პრეტენზიებს არ იზიარებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ტიტე აროშიძე ირწმუნება, რომ წინა წელთან შედარებით 3500 ტონით მეტი მანდარინია რეალიზებული და 6 ათას ტონამდე გადამუშავებული.

მინისტრის თქმით, ფაროსანის საწინააღმდეგო შეწამვლა, მანდარინის ნაყოფს არ ვნებს. ტონობით ციტრუსი კი არა შეწამვლის, არამედ სხვა მავნებლისგან გაშავდა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლასაც სამინისტრო მომავალ წელს დაიწყებს.

შეძლებენ თუ არა აჭარლები ტონობით ციტრუსის გაყიდვას ან ჩაბარებას, ჯერ არ იციან. მათი თქმით, წელს მოსავალი უკვე მეორედ გაუფუჭდათ, რადგან მათ ვერც ფაროსანისგან გაფუჭებული თხილის აღება შეძლეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42