8 წლის წინ შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარული რობაქიძეების ოჯახში დარდმა შეცვალა. მათე დღენაკლული დაიბადა – 6 თვის. სულ რაღაც 1,5 კილოგრამს იწონიდა. ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შესძლეს, თუმცა მას ჯანმრთელობის მხრივ მრავალი პრობლემა შეექმნა.
„საშინელებაა, როდესაც შენი შვილის ტანჯვას უყურებ და არ გაგაჩნია საშუალება უშველო მას. მათეს საუბარი არ შეეძლო, ვერც გვაგებინებდა რა აწუხებდა“ – ამბობს ნანა, ბავშვის დედა.
უფროსი ძმები და მშობლები არ კარგავდნენ იმედს, რომ მათე მათე გამოჯანმრთელდება, ყველაფერი გაყიდეს რაც კი ებადათ და ბავშვის მკურნალობას მოახმარეს...
მკურნალობამ შედეგი გამოიღო და მათეს მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა. ახლა ის დამოუკიდებლად ჯდება, ცდილობს ცალკეული სიტყვების წარმოთქმას, უყვარს ტელევიზორის ყურება, დედას ყველაფერს აგებინებს. ის ნაბიჯების გადადგმასაც კი ცდილობს...
არის დიდი იმედი იმისა, რომ ბიჭუნა გამოჯანმრთელდება. ამისათვის მკურნალობის გაგრძელებაა საჭირო, რის საშუალება რობაქიძეების ოჯახს არ გააჩნია. ჩვენ რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ მათეს დედას:
-ქალბატონიო ნანა, ვინმე გეხმარებათ?
– მეზობლები გვეხმარებიან. ღმერთს სულ მადლობას ვეუბნები, რომ ასეთი კეთილი მეზობლები მყავს. მათ ძალიან უყვართ ჩემი მათე და გვერდში მიდგანან, მამხნევებენ მორალურად.
– ამჟამად რა სახის დახმარება გესაჭიროებათ?
– ერთადერთი რასაც ვთხოვ კეთილ ადამიანებს მათეს გამოჯანმრთელებაში გამიმართონ ხელი. ძალიან გვიჭირს, ხანდახან პამპერსის ყიდვის საშუალებაც არა მაქვს. ჩემი ერთადერთი ნატვრაა შევაგროვო საჭირო თანხა და მათეს მკურნალობის კურსი ბოლომდე მივიყვანო! ვიცი, რომ ღვთის წყალობით ის სიარულს შეძლებს.
ჩერნოვეცკის ფონდი აცხადებს საქველმოქმედო აქციას მათეს მხარდასაჭერად. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მათე რობაქიძე) ან საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/398-robaqidze/?fbclid=IwAR2FL2BOqgE-MMV0RpGuqUl9ApAohyCrFZS1MZ27GY3B5HuFQGkyshxHPyk
მასალის გამოყენების პირობები






