კომპანია თელასის ცნობით, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს 24 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის IV მიკრორაიონის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის, მებაღეობის, ლევან რაზიკაშვილის, ალადასტურის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და ჩალისპირების დასახლების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






