საქართველოში გრიპის ვირუსი გააქტიურდა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ხვადასხვა რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა იზრდება. დაავადებათა კონტროლისა და საზოაგდოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულიც ენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ეპიდემია გავრცელებული არ არის.
“მოგეხსენებათ, ზამთარია და ვირუსული ინფექციები, მათ შორის, გრიპი აქტიურდება. დაახლოებით, 2 კვირაზე მეტია, რაც გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად ფიქსირდება. მანამდე, რესპირატორული ვირუსები ფიქსირდებოდა. გრიპის ვირუსის მიერ გამოწვეული რესპირატორული სიმპტომები შედარებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსების მიერ გამოწვეული სიმპტომები. ბოლო 2 კვირის განმავლობაში თანდათან მოგვდის ინფორმაცია, რომ მიმართვიანობა იზრდება როგორც ამბულატორიებში, ისე საავადმყოფოებში. განსაკუთრებით, მიმართვიანობა ბავშვთა საავადმყოფოებში იზრდება.
გუშინდელი განცხადება იყო მხოლოდ მოსახლეობისთვის მოწოდება, რადგან გრიპი უმეტეს შემთხვევაში გართულების გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ 25-30% შემთხვევებში სერიოზული გართულებები გვაქვს. განსაკუთრებით, ბავშვთა და მოხუცთა ასაკში და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. ამიტომ ამ ადამიანებისადმი არის მოწოდება, რომ რაც შეიძლება მეტი პრევენციული ღონისძიება გაატარონ. განსაკუთრებით, ეს არის მშობლებისთვის: როდესაც ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, საჭიროა, პედიატრისთვის მიმართვა”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






