ჩერნოვეცკის ფონდშიც წინასაახალწლო განწყობა სუფევს. ფონდი დიდი ენთუზიაზმით ემზადება სადღესასწაულო სადილისთვის, რომელიც ტრადიციულად ბენეფიციარებისთვის ეწყობა!
საახალწლო სადილი - ეს არ არის მხოლოდ პროდუქტების თუ მზა სადილის დარიგება. ეს არის საქველმოქმედო აქცია, რომელიც პირველ რიგში მიზნად ისახავს გასაჭირში ჩავარდნილი თანამოქალაქეების სულიერ თანადგომას!
ჩვენს ბენეფიციარებს შორის მრავლად არიან ხანდაზმული ადამინები, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებს მარტოობაში და სიდუხჭირეში ატარებენ. ისინი მოკლებულნი არიან საოჯახო გარემოს, ნათესავებს, მეგობრებს, მათ არავინ არსად იწვევს, არაფერს ჩუქნის... ეს ადამიანები იმდენად გაუსაძლის ვითარებაში ცხოვრობენ, რომ სუპის თუ კარტოფილის პიურეს მომზადების საშუალებაც კი არ აქვთ, იყინებიან ცივ ოთახში და სასწაულის მოლოდინში არიან.
ჩერნოვეცკის ფონდი აკეთებს ყველაფერს, რომ მარტოხელა ხანდაზმულმა ადამიანებმა თავი არ იგრძნონ მიტოვებულად, არ დაეცნენ სულით!
ჩერნოვეცკის ფონდი ყველას მოუწოდებს აქციაში აქტიური მონაწილეობისკენ.
ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: საახალწლო სადილი). თქვენ შეგიძლიათ შესწიროთ ფონდს თანხა საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/391-ss/?fbclid=IwAR3VTYVz1KGDuND2veD3cXD2o3lzBP4y5eD5X5llgKP8KPErKuEtQ9YudNQ
მასალის გამოყენების პირობები






