თსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია - "ისრაელი 70 წლის" გაიმართა
საზოგადოება - 19:30, 20 Dec, 2018     1436

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია - "ისრაელი 70 წლის" გაიმართა, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაბთაი ცური, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შაaრვაშიძის თქმით, კონფერენციაზე გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსია სხვადასხვა თემაზე. „ძალიან საინტერესო შეხვედრა ჩატარდა ისრაელის სახელმწიფოებრივ სიძლიერეზე. ისრაელიდან ჩამოსულმა სტუმრებმა ღონისძიებაზე ისაუბრეს ისრაელის უსაფრთხოების დოქტრინაზე, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია,“ - განაცხადა თსუ რექტორმა.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილის იცხაკ ილანის მოხსენების მთავარი თემა „ისრაელის თავდაცვის დოქტრინა“ იყო. „მოხარული ვარ, რომ შემიძლია ქართულად წავიკითხო ლექცია. თბილისში გავიზარდე და ჩემი ოცნება იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა. მოგვიანებით ისრაელში წავედი და ახლა ჩამოსული ვარ, რომ ლექცია წავიკითხო, საინტერესო თემაზე - ისრაელის უსაფრთხოებაზე“ - აღნიშნა იცხაკ ილანმა.

კონფერენციაზე წაიკითხეს მოხსენებები თემებზე: "ისრაელი - 70, ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და მოკლე ისტორიული მიმოხილვა"; "ქართულ-ებრაული თემის დღევანდელობა"; "ებრაული კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ძირითადი მიმართულებები"; "ისრაელის სამხედრო კონცეფცია ჟაბოტინსკიდან დღევანდლამდე".







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42