თსუ-ში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა შეხვედრა გამართა
საზოგადოება - 14:21, 19 Dec, 2018     1160
ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის წარმოშობასა და განვითარებაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

შეხვედრის შემდეგ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო თემებზე. „ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე მწვავე დისკუსია გაიმართა. ბევრი შეკითხვა ჰქონდათ ჩვენს სტუდენტებს. ზოგადად, კარგია, რომ ასეთი პრაქტიკა ჩამოგვიყალიბდა - წლების განმავლობაში ვიწვევთ ელჩებს, რომელთაც საშუალება აქვთ საკუთარი შეხედულებები უშუალოდ სტუდენტებთან შეაჯერონ,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.

„ბედნიერი ვარ, რომ უნივერსიტეტში სტუდენტებს ვესაუბრე. შეხვედრაზე იყო ნაკლები ლექცია და მეტი დისკუსია. ახალგაზრდებს გავუზიარე ევროკავშირში საგარეო პოლიტიკის სფეროში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. ძალიან საინტერესო შეკითხვები დამისვეს სტუდენტებმა, გაკეთდა რამდენიმე მნიშვნელოვანი კომენტარი,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი 2018 წლიდან ევროკავშირის ელჩია საქართველოში. მანამდე კი გახლდათ მკვლევარი სტოკჰოლმის აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკის ინსტიტუტში; 1996-1999 წლებში მუშაობდა შვედეთის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების სამინისტროებში; 2005-2013 წლებში სხვადასხვა დროს იყოს ჰავიერ სოლანას უმაღლესი წარმომადგენლობის ევროკავშირის პოლიტიკის განყოფილების წევრი, ევროკავშირში შვედეთის მუდმივი წარმომადგენლობის - ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში მინისტრის მრჩეველი, უმაღლესი წარმომადგენლის - ვიცე პრეზიდენტ ქეთრინ ეშტონის კაბინეტის წევრი. კარლ ჰარცელი ასევე გახლდათ ვაიომინგის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; 2013-2018 წლებში მუშაობდა EEAS-ის მთავარი მდივნის უფროს მრჩევლად და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის - დონალდ ტუსკის მრჩევლად საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

ევროკავშირის ელჩი თსუ ევროპისმცოდნეობის ინგლისურენოვანი, ინტერდისციპლინური სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტი თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან (იურიდიული ფაკულტეტი) ერთად. თსუ -ში მსგავსი ტიპის შეხვედრები ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელებთან 2010 წლიდან სისტემატურად იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42