ფიზიკური ანგარიშსწორება სამხედრო მოხელეზე - შეიარაღებული ძალების სასტიკად ნაცემი კონტრაქტორი, დავით ბერიშვილი „კურიერთამ“ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალებზე საუბრობს:
„რომ შევედი კაბინეტში, პატივცემულმა, არც ვიცოდი მე ეს მეთაური, არც ვიცოდი, სახეზე ვინ იყო, საერთოდ არ ვიცნობდი პიროვნებას. უთხრა სულუხიას, დაიწყე, რა მოხდაო, ამან დაიწყო ჩვეულებრივად, რაც მოხდა. გაჩერდიო, უთხრა ამას, მერე ასე მითხრა - შენ დაიწყეო. რომ დავიწყე მე, არ დამამთავრებინა, ამ ბიჭს უთხრა, შენ გადი ერთი წუთი გარეთო, როგორც კი გავიდა გარეთ, მოვიდა ჩემთან, რას ბლატაობ შენო და სახეში ხელი დამარტყა ძლიერად, მერე დივანზე დავვარდი, შემდგა წიხლებით, მერე მომკიდა გორტეკში ხელი, ხებეშიც და შემაჯანჯღარა... მერე ყველაფერი მითხრა, რაც მითხრა, იმას გეუბნებით, დავაი, გაა... აღარ გნახო აქ, ბაზაზეო,“ - იხსენებს ბერიშვილი.
შეიარაღებული ძალების კონტრაქტორი, დავით ბერიშვილი, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს თავდასხმასა და ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა, რომელიც მომზადებას ალგეთში გადიოდა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სამხედრო პოლიციამ გამოძიება სამხედრო მოსამსახურის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები






