კომპანია "თელასის" ცნობით საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 19 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საბურთალოს რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, აისის, ჩაჩავას, ფერაძის, ჯიქიას და პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, გიორგი ბრწყინვალის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, ნოსირის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის, კობარეთის, გარეკახეთის და დოესის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






