გადატრიალების მცდელობაში „დადანაშაულებულმა“ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ „შეურაცხყოფა მარტო თანასწორისგან უნდა გეწყინოს“. გრიგოლ ვაშაძის ეს განცხადება შეაფასა ნიკა გვარამიამ: „დონე ბიძაა. კალაძე ბანძი ყ**ა.“. გვარამიას ამ შეფასებას რამდენიმე ინტერნეტ სააგენტომ სკანდალური უწოდა, რაც გვარამიას მხრიდან მორიგი პოსტის გამოქვეყნების მიზეზი გახდა:
„საზოგადოება იმან უნდა აღაშფოთოს, დედაქალაქის მერი 900 ათასი საქართველოს მოქალაქის მიერ არჩეულ ადამიანს საჯაროდ რომ ამცირებს, ღირსებას ულახავს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას აბრალებს, გრიგოლას ეძახის და ლოგინში გადატრიალებას სთავაზობს, შევარდნაძის ციტატით.
და არა, კერძო პირი თავის კერძო სივრცეში როგორ შეაფასებს ამ სამარცხვინო საქციელს.
მახინჯი მმართველობის გამორჩეულად მახინჯი სახეა კალაძე და იმას მიიღებს ყოველთვის, რასაც იმსახურებს. მორჩა მაგის კარგი ბიჭობა და ლეგენდარული ფეხბურთელობა. ნაძირალას უნდა უთხრა რომ ნაძირალაა. მეტიც, ყოველდღე უნდა შეახსენო.“- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკზე
მასალის გამოყენების პირობები






