როგორც ბუტა რობაქიძის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლო დარბაზში ბრალდებულების მხრიდან მოსულმა ერთ-ერთმა პირმა სანთებელა ისროლა, რომელიც პროკურორს მოხვდა და დაზიანდა.
"დედას მო...ავ... თავს მოგაჭრი..."- მიმართა სოსო რობაქიძემ აღნიშნულ პირს.
„გარეწრები წავიდნენ ციხეში. სანთებელა ისროლა მოხვდა პროკურორს, გამიარა და დაიწყო გინება. პროკურორი დაშავებულია“- ეს კომენტარი რობაქიძე უკვე სასამართლოს ეზოში გააკეთა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება იყო ობიექტური.
"მადლობელი ვარ პროკურატურის, მოსამართლის. ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და უნდა იყვნენ ციხეში.
14 წელია ტვინში სისხლი მაქვს ამ ხალხისგან ჩაქცეული. ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და უნდა იყვნენ ციხეში. უნდა ჩალპნენ იქ. დიდი მადლობელი ვარ პროკურორების, მოსამართლის, რომელმაც ობიექტური განაჩენი გამოიტანა“, - განაცხადა რობაქიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






