თსუ-ში შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
საზოგადოება - 17:53, 14 Dec, 2018     1865

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავი აღინიშნა. იუბილის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კონფერენციის მიზანია ფილოსოფიის დარგის მიმართულებით სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა; აღნიშნული დარგით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან.

თსუ რექტორის მოადგილის ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, შალვა ნუცუბიძეს უდიდესი წვლილი მიუძღვის ფილოსოფიის განვითარებაში. „სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს ვზეიმობთ უნივერსიტეტის 100 წლისთავს და ამავდროულად, შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავსაც. შალვა ნუცუბიძის თეორიებმა აალაპარაკა მთელი მსოფლიო, ის სწორედ ასეთი მასშტაბის მეცნიერი იყო, ქმნიდა ახალს და მისმა ნამოღვაწარმა ჩაუყარა საფუძველი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს,“ - აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის დემურ ჯალაღონიას ინფორმაციით, შალვა ნუცუბიძის დაბადებიდან 130 წლისთავზე მისი ნაშრომების კვლევის ახალი ეტაპი დაიწყო. „დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ უნივერსიტეტის დამაარსებელს და ამით ახალ თაობებს, ჩვენს სტუდენტებს ვეუბნებით, რომ გვყავდა დიდი ფილოსოფოსი, რომლის ნაშრომები და რომლის თეორია მთელმა მსოფლიომ იცის,“ - განაცხადა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა.

ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ თსუ მუზეუმში შალვა ნუცუბიძის ნაშრომები გამოფინა. თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზურაბ გაიპარაშვილის თქმით, გამოფენა ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი არის შალვა ნუცუბიძის მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და მემორიალური ნივთები, ხოლო მეორე ნაწილია შალვა ნუცუბიძის კოლექციაში დაცული წიგნები. „შალვა ნუცუბიძე იყო არაჩვეულებრივი მეცნიერი, ქართული ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებელი. ბევრი თანამდებობა ჰქონდა უნივერსიტეტში, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ერთი თანამდებობა. იგი იყო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორიც 1931-1935 წლებში და მან ძალიან სერიოზული როლი ითამაშა უნივერსიტეტის წიგნადი ფონდის შენარჩუნებაში,“ - აღნიშნა ზურაბ გაიპარაშვილმა.

საიუბილეო ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ შალვა ნუცუბიძის ოჯახის წევრები. მისი შვილის თამარ ნუცუბიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან უცხოელი, სტუმრები, რომლებიც დღეს იმ თემებზე მუშაობენ, რომლებიც შალვა ნუცუბიძისთვის იყო საინტერესო. „ჩემთვის სასიხარულოა დღევანდელი დღე. შალვა ნუცუბიძის სიცოცხლეში მისი არცერთი თარიღი არ აღნიშნულა. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ნელ-ნელა მას პატივს მიაგებენ. მოგეხსენებათ, შალვა ნუცუბიძეს აკრძალული ჰქონდა ლექციების წაკითხვა. ის ერთგვარად გარიყული იყო, მაგრამ ეხლა თითქოს იცვლება ეს დამოკიდებულება - ბრუნდება შალვა ნუცუბიძე,“ - აღნიშნა თამარ ნუცუბიძემ.

საიუბილეო ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

იუბილის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შალვა ნუცუბიძის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42