მშიერი ბავშვები, რომლებიც ცრემლიანი თვალებით თოვლის ბაბუას საჩუქრების ნაცვლად პროდუქტებს სთხოვენ - ძირიების ოჯახის დიდი გაჭირვება
საზოგადოება - 13:50, 13 Dec, 2018     5312

ოდესმე გინახავთ მშიერი ბავშვები, რომლებიც ცრემლიანი თვალებით თოვლის ბაბუას საჩუქრების ნაცვლად პროდუქტებს სთხოვენ?

შენობას, სადაც ეს ძერიების ოჯახი ცხოვრობს, პირობითად შეიძლება სახლი ვუწოდოთ. რთული სათქმელია, ის ნახევრად დაუმთავრებელია თუ ნახევრად დანგრეული. სახურავი წლების წინ ქარმა მოგლიჯა, ხოლო ოჯახი დღემდე ვერ ახერხებს მის შეკეთებას. საცხოვრებლად მხოლოდ ორი ოთახი გამოდგება, რომლებიც ქარისა და წვიმის შემოტევას უძლებენ.

მარიამს, ზაალს, ბარბარესა და ელენეს სჯერათ სიკეთის! სჯერათ, რომ ღმერთი დასახმარებლად მათ კეთილ ადამიანებს გამოუგზავნის...ისე, უბრალოდ, ზედმეტი სიტყვებისა და შეკითხვების გარეშე...

- ბავშვებო, რაზე ოცნებობთ?

- აი, ძალიან გვინდა, რომ დედიკო და მამიკო მშივრები არ იყვნენ და თავის პურის ნაჭერს ჩვენ არ გვინაწილებდნენ.

– თოვლის ბაბუას რა უნდა სთხოვოთ?

– იმდენი პროდუქტი მოგვიტანოს, რომ ყველას გვეყოს და რომ არ გვშიოდეს.

– ბავშვებო, ვინმე გეხმარებათ?

– ხანდახან გვეხმარებიან მეზობლები. დედიკომ გვითრა, რომ ეს კეთილი ხალხია და რომ არა ისინი, ჩვენ უფრო ცუდად ვიქნებოდითო...

ჩვენს შეკითხვას - „ხართ თუ არა ბედნიერები?“, ბავშვებმა ვერ უპასუხეს. სამწუხაროდ, მათ არასდროს განუცდიათ ბედნიერების შეგრძნება!

ამბობენ, „მაძღარს მშიერის არ გაეგებაო“, და რაოდენ სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ფრაზა, ხშირად სწორედ ასეც ხდება.

განა ამას მოითხოვს ჩვენგან უფალი?! განა ქრისტიანული ცხოვრება არ გულისხმობს ღმერთში ყოფნას და მოყვასისათვის ზრუნვას?!

ზედმეტი სიტყვებით და კრიტიკით ნუ გაირჯებით, ქვების სროლა ხომ ყველას შეუძლია. მთავარია ის, თუ რის გაკეთება გინდა გულით! დიახ, ჩაიხედეთ თქვენს გულებში და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება - დახმარება გსურთ თუ ,უბრალოდ, განკითხვა... ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.

ჩვენ კი გვინდა, რომ ბავშვებს სჯეროდეთ - თოვლის ბაბუა ყველასთან მივა და რომ სასწაულები მხოლოდ „რჩეული“ ბავშვებისთვის არ ხდება.

შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ძერიების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42