გურული, რომელიც ხეზე ცხოვრობს და ცოლის მოყვანაზე ოცნებობს
საზოგადოება - 19:11, 12 Dec, 2018     6748

53 წლის კაკო ლომთათიძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ მეწიეთში, პატარა ქოხში, მარტო ცხოვრობს, ქოხი იმდენად პატარა და საცხოვრებლად მოუხერხებელია, რომ მისი პატრონი, ცხოვრების თითქმის ნახევარს, იქვე ეზოში, მაღალ ხეზე სახელდახელოდ მოწყობილ "საძინებელში" ატარებს:

"ცოლი არ მაწუხებს და შვილი, ვწევარ აქ და გადმოვყურებ სამყაროს" - მიუხედავად სიდუხჭირისა იუმორის გრძნობას არ კარგავს გურული.

ის მეწიეთის მაღლობზე ბოლო მოსახლეა და ირგვლიც სულ ტყე აკრავს, რამდენიმე საცხოვრებელი სახლიცაა მეზობლად, მაგრამ, მისი მეპატრონეები მხოლოდ ზაფხულობით, დასასვენებლად ჩამოდიან.

ბატონი აკაკი თავს ნადირობით ირჩენს, მაგრამ, რაოდენ გასაოცარია, რომ ის ნადირობის იარაღად მშვილდ-ისარს იყენებს.

გვიმტკიცებს, რომ დათვიც ჰყავს მოკლული.

რაც შეეხება სხვა ამბებს, აკაკი იმასაც გვიმტკიცებდა, ხიდისთავის (თემი რომელშიც სოფელი მეწიეთი შედის) ცენტრიდან, 10 წუთის სავალზე ვცხოვრობო, მაგრამ მეწიეთის ტყემდე, სანამ ტყის პირას მდებარე ლომთათიძის ქოხს მივადგებოდით, კარგა გვარიანი მანძილის გავლა მოგვიხდა.

გასაკვირი ამ ამბავში უფრო მეტად ისაა, რომ კაკო ლომთათიძე ჩვენ არა საკუთარ სვე ბედზე საწუწუნოდ, არამედ ერთი კონკრეტული მიზნით დაგვიკავშირდა-მოსწყინდა მარტო ყოფნა, მეორე ნახევარს ეძებს, ამბობს რომ არავინ არ თანხმდება ცოლობაზე მანამ, სანამ ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს არ მოიწყობს..

და დუნიას, ასე ეძახიან ქვეყანასა თუ სამყაროს გურიაში, მისი გასაჭირი უნდა აცნობოს, ცოლს ირთავს კაცი და იქნებ სულიერმა ვინმემ ყურად იღოს თხოვნა და დაეხმაროს მას საკუთარი "კერიის" შექმნაში.

წყარო: Guriismoambe. Com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42