თსუ-ში დასაქმების ფორუმი გაიმართა
საზოგადოება - 18:26, 12 Dec, 2018     1334

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელი კომპანიებისა და ორგანიზაციებისგან სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვადასხვა შეთავაზებები მიიღეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი ტარდება, რომელშიც მონაწილეობას 40-ზე მეტი დამსაქმებელი კომპანია და ორგანიზაცია იღებს.

დამსაქმებლები საბანკო და საფინანსო, დაზღვევის, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროებს, მსხვილ სავაჭრო და სადისტრიბუციო ქსელებს, მომსახურებისა და ტურიზმის სფეროებს, სხვადასხვა პროფილის საკონსულტაციო და კვლევით ორგანიზაციებს წარმოადგენენ. კერძო კომპანიების გარდა, ღონისძიებაზე საჯარო სფეროს დამსაქმებლებიც არიან წარმოდგენილი.

თსუ ვიცე-კანცლერის ლაშა საღინაძის თქმით, დასაქმების ფორუმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პერმანენტულად ატარებს. „დასაქმების ფორუმი - ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი, რასაც ჩვენი უნივერსიტეტი თავის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს. ფორუმზე მოსულ დაინტერესებულ პირებს დახვდებათ კონკრეტული შეთავაზებები, ვაკანსიები დამსაქმებლების მხრიდან და მათ შეეძლებათ პროფესიის შესაბამისად დასაქმდნენ,“ - განაცხადა ლაშა საღინაძემ.

თსუ კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ცხადაძის ინფორმაციით, დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის არა მხოლოდ ახლო მომავალში, გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიღებს შედეგებს. „ფორუმი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს პირადად შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაესაუბრნონ, შეიტყონ რა საკადრო საჭიროებები აქვთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს ან მიმდინარე ან სამომავლო ეტაპზე და რა მიმართულებით შეიძლება განავითარონ საკუთარი უნარები,“ - აღნიშნა ცენტრის ხელმძღვანელმა.

დასაქმების ფორუმში სხვა კომპანიებსა და ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობს ფინანსთა სამინისტროს საჯარო იურიდიული პირის საფინანსო ანალიტიკური სამსახური, რომელსაც გარკვეულ ვაკანსიებზე შეთავაზება აქვს სტუდენტებისთვის. აღნიშნული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მიხეილ გვარჯალაძის თქმით, საფინანსო ანალიტიკური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვა და მათი დასაქმება. „დასაქმების ფორუმი ერთგვარ შუამავლის როლს ასრულებს სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და აქ წარმოდგენილ დამსაქმებლებს შორის. ჩვენ სახელმწიფო ორგანიზაცია ვართ, ჩვენი პროფილი არის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და შესაბამისად, დაინტერესებული ვართ ამ სფეროს სტუდენტებთან გასაუბრებით და მათი დასაქმებით,“ - განაცხადა მიხეილ გვარჯალაძემ.

დასაქმების ფორუმმა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ვანო ბუზალაძე თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია. ფორუმზე დამსაქმებლებისგან სხვადასხვა შეთავაზება მიიღო. „ჯერ მხოლოდ ორ შემოთავაზებას გავეცანი. ეს შემოთავაზებები სტაჟირებასთან არის დაკავშირებული, რადგან ჯერ უნივერსიტეტი არ მაქვს დამთავრებული და ანაზღაურებად სტაჟირებას ვეძებ. ორივე კომპანიამ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა სტუდენტმა.

დასაქმების ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეხუთედ ტარდება. ფორუმი სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42