მიხეილ გიორგაძეს ავარიის დღე არ ახსოვს - "ხელოვნურ კომაში ჰყავდათ, შოკისგან გული რომ არ გასკდომოდა"
საზოგადოება - 12:27, 12 Dec, 2018     3014
კულტურის ყოფილი მინისტრი და ამჟამინდელი განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე, ცოტა ხნის წინ სიკვდილს გადაურჩა. გიორგაძე ავტომობილით ავარიაში მოყვა და 9 დღის განმავლობაში სუნთქვის მართვის აპარატზე იყო მიერთებული. ის ხელოვნურ კომაში იყო, რადგან გონებაზე მყოფი უამრავი ტრავმისგან მიყენებულ ტკივილს ვერ გაუძლებდა.


მიხეილ გიორგაძის მდგომარეობის შესახებ „სარკესთან“ მისი მეგობარი კახაბერ კანდელაკი საუბრობს:

„ცოლ-შვილი ლოპოტაზე ჰყავდა და თვითონაც ჩავიდა. მეორე დღეს კახეთიდან მოდიოდა, როგორც ჩანს, სიბნელეში გზა აერია. ალბათ სწრაფად მოდიოდა და ან სიგარეტს მოუკიდა, ან ტელეფონს დახედა. ტაქსის მძღოლს დაუნახავს ავარია და სასწრაფოში მან დარეკა, თორემ დილამდე ვერ ვიპოვიდით.

მანქანა ამოტრიალებულა. თავი დაარტყა და გაითიშა. უსაფრთხოების ბალიშები რომ გაიბერა, იმან ნეკნები ჩაუმტვრია.

მიშას ავარია არ ახსოვს. ექიმებმა თქვეს, ადამიანს ტვინში რაღაც დამცავი აქვს და ასეთი მომენტები არ ამახსოვრდებაო.

თავიდან გათიშული იყო. მერე გონს მოვიდა, მაგრამ ძალით დააძინეს, რომ თელავიდან თბილისში ჩამოეყვანათ. ტვინი ცოტათი ჰქონდა დაზიანებული, მაგრამ არც მეტყველებაზე უმოქმედია და არც კიდურებზე. ძვლებიც ისე აქვს დამტვრეული, რომ აცდენილი არ იყო და ოპერაციაც არ დასჭირდა“ - ამბობს კახაბერ კანდელაკი.

მისი თქმით, გიორგაძე ამჟამად თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42