ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ნელი აგირბას ცხოვრებაში ახლო წარსულში რთული პერიოდი იდგა. მისი ქმარი, ირაკლი ძიმისტარიშვილი, იგივე ჩელე მოულოდნელად გარდაიცვალა. მათი ქორწინება, ხანმოკლე აღმოჩნდა, სულ რაღაც 8 თვე, მაგრამ როგორც „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, ეს უბედნიერესი ხანა იყო მის ცხოვრებაში.
ნელის ცხოვრებაში სამი ქორწინება იყო. პირველი ერთ წლამდე გაგრძელდა, როგორც თვითონ ამბობს მაშინ ძალიან პატარები იყვნენ. მეორე ქმარი მსახიობი ილო ბერიშვილი იყო, რომელთანაც 2 გოგონა გყავს.
ტრაგედიის შემდეგ "კურიერი" და ზოგადად ეკრანი დატოვა. მესამე შვილად მიიჩნევს ჩელეს 15 წლის ბიჭს და ახალი ცხოვრებაც დაიწყო პროექტ „მხოლოდ ქართულით“ .
„მას შემდეგ , რაც ქმარი გარდამეცვალა, ძალიან შემეცვალა სამყაროს აღქმა. მიჭირდა ფსიქიკის კონტროლი, არ მქონდა ცხოვრების ენერგია და საჭირო იყო ამ დაგროვილ პრობლემებს გავმკლავებოდი.
საინფორმაციო გამოშვების წაყვანას ახლაც ვერ შევძლებ, პოლიტიკამ ჩემთვის აზრი დაკარგა და სერიოზულად ვეღარ აღვიქვამ. ჩემი პრინციპია, რაც იქნება, ისე იქნება.
პირველ ეტაპზე, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, საერთოდ დავკარგე სიყვარულის უნარი. ვერანაირ სიყვარულს ვერ ვგრძნობდი, ბავშვების მიმართაც კი. თეორიულად ვიცოდი, რომ ბავშვებს ვჭირდებოდი და მათ გვერდით ამიტომ ვიყავი. ადრეც, ღრმა ბავშვობაში მქონდა სუიციდზე ფიქრები და ამ ტრაგედიამ ძალიან გამიმძაფრა. ვცხოვრობდი პრინციპით, ერთი დღეც გაძელი.
საბოლოოდ, მაინც ბავშვებმა განაპირობეს, რომ ცოცხალი დავრჩი. დღის დიდი ნაწილი მეძინა, ძალიან ფეთქებადი გავხდი, ბევრს ვტიროდი... ძალიან მიშველა მედიტაციებმა.
ბოლოს წავედი ჰოლანდიაში. აიოვასკა, რომელიც ამაზონის ტყეების შამანური რიტუალია, ძალიან დამეხმარა, დამაბრუნა სიცოცხლეში. ამ რიტუალებით შევძელი ტკივილში შესვლა, დამიბრუნა ყნოსვა.
როცა ჩელეს სხეული ჩამოიტანეს, მას სპეციფიკური სუნი ჰქონდა. თავი გავიკიცხე, რომ მისი სუნი არ მომეწონა და ამის ნიადაგზე ყნოსვა კარგა ხანი დაკარგული მქონდა“ - ამბობს ნელი.
მისი თქმით, ის და ჩელე ერთმანეთს 7 წლის განმავლობაში იცნობდნენ.
„ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ შევხვდით ამ ცხოვრებაში და ვიპოვეთ ნამდვილი მეორე ნახევრები - ერთმანეთი.
მან ბავშვობაში დამაბრუნა. ბავშვობა ტრავმული მქონდა და ბევრი არ მახსოვდა, ჩელემ კი გული გამიხსნა, ბავშვობა დამიბრუნა, მუსიკა მოვიდა ჩემთან. 16 წლის შემდეგ პირველად, მასთან ყოფნისას მივუჯექი ფორტეპიანოს და შევქმენი მუსიკა.“
- როცა ადამიანი ძალიან ბედნიერია, უნებურად უჩნდება ამ ბედნიერების დაკარგვის შიში. ხომ არ გქონდათ განცდა, რომ ჩელესთან თქვენი იდილია დიდხანს არ გაგრძელდებოდა, წინათგრძნობა რას გკარნახობდათ?
- კი, მუდმივად მქონდა ეს განცდა. ორივე ვგრძნობდით, რომ დიდხანს ერთად არ ვიქნებოდით. როცა ცალკე მივდიოდით სადმე, სულ იმაზე ვფიქრობდი, რამე არ მოსვლოდა მას. ხშირად გვისაუბრია, რომ ეს ბედნიერება ალბათ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და რომელიმე ჩვენგანი მოკვდებოდა.
ახლა, დავიწყე სოციალური თერაპიის სწავლა. ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების სწავლების მეთოდიკა შტაინერის მეთოდით. ეკრანზე ვიქნები მანამ სანამ ეს პროექტი გაგრძელდება. შემდეგ რას ვიზამ, არ ვიცი. ზუსტად ვიცი, რომ საინფორმაციოში მუშაობა არ მინდა. "
ნელის თქმით, ახლა ურთიერთობაშია და ცდილობს, გული ბოლომდე გახსნას.
"მინდა, ისევ ვისწავლო ბავშვურად შეყვარება და ბავშურად გახარება. ის ადამიანი ძალიან ლათია და დიდი სიყავრული შეუძლია. ეროვნებით ქართველია, მაგრა, საქართველოში არ ცხოვრობს" - ამბობს ნელი.
მასალის გამოყენების პირობები






