"ექიმმა მითხრა, ვიცი ჟურნალისტი ხარ, მაგრამ უნდა შეეგუო, რომ თმები დაგცვივა, გაყვითლდები, კბილები დაგძვრებაო" - ანა მამულაშვილი
საზოგადოება - 11:34, 12 Dec, 2018     5961

ჟურნალისტ ანა მამულაშვილს მაყურებელი გადაცემა „ერთი ერთის“ წამყვანობიდან იცნობს, თუმცა არავინ იცოდა, რომ ჟურნალისტი მძიმე სენს ებრძოდა. 2013 წელს მას მელანომა დაუდგინდა, რომელიც დაამარცხა, თუმცა 2 წლის შემდეგ დაავადებამ ახლებურად იჩინა თავი. გასული წლის ზაფხულში ფილტზვე გაუკეთდა ოპერაცია და მას შემდეგ ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის თურქეთში, ყოველდღიურად იღებს აბებს, ერთი თვის სამყოფი ამბები კი 7 500 ლარი ღირს.

32 წლის ანას დასახმარებლად ხშირად ტარდება სხვადასხვა საღამოები. 16 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება მასშტაბური საქველმოქმედო აქცია და ბილეთებიდან შემოსული თანხა, ანას და კიდევ ორ მძიმედ დაავადებულ ადამიანს გადაეცემა.

„სარკესთან“ ინტერვიუში ანამ მკურნალობასა და გეგმებზეც ისაუბრა.

„13 წლის და 3 წლის შვილები მყავს და როგორ ფიქრობთ, ახლა მაქვს იმის უფლება, ფარდები ჩამოვაფარო, ვიტირო, რომ კიბო მაქვს? ბევრ ჯანმრთელ ადამიანზე უკეთ ვარ ახლა, იმიტომ, რომ მჯერა ამ დაავადებას დავამარცხებ.

მეუღლეს ბევრის მოთმენა და ატანა უწევს, გამიმართლა, რომ გვერდით ასეთი ადამიანი მყავს. დიდ ძალას მაძლევს, რომ ვიბრძოლო და ამ ბრძოლაში გავიმარჯვო“ - ამბობს ანა.

ანა იმასაც იხსენებს, რომ დაავადების დადგენის შემდეგ, საქართველოში ექიმმა არასწორი კურსი დაუნიშნა.

“ექიმმა ქიომიოთერაპიის 6 კურსი დამინიშნა. თან ძალიან პირდაპირ მეუბნებოდა, მე ვიცი, რომ ჟურნალისტი ხარ, ეთერში ზიხარ, მაგრამ უნდა შეეგუო, რომ თმები დაგცვივა, გაყვითლდები, კბილები დაგძვრება და ათასი კოშმარი, მაგრამ რას ვიზამთ, მაინც უნდა გაიკეთოო.

ასეთი გულგრილი დამოკიდებულება იყო ნამდვილი დანაშაული. თურმე, მელანომის მკურნალობისას ქიმიოთერაპია არაფრით შეიძლება. საბედნიეროდ მოვხვდი ონკოლოგ ნია შარიქასეძთან, რომელმაც მითხრა, საქართველოში მეტი არაფერი გამეკეთებინა და თურქეთში წავედი“ - იხსენებს ანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42