"როდესაც ადამიანის სულზე ძვირფასი ძალადობით მოპოვებული ხმა ხდება... ხელისუფლება, რომელიც უარყოფს ზნეობრივ იდეალებს, ის ხდება მავნებელი საზოგადობისთვის" - მღვდელმონაზონი ანდრია
საზოგადოება - 00:50, 12 Dec, 2018     1347
სასწავლო დაწესებულებების პოლიტიზირების მცდელობისა და ზუგდიდში, მე-6-ე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება მღვდელმონაზონი ანდრია სარია.
"უნივერსიტეტის, სკოლისა და ბაღის მიზანი არის ქვეყანას აღუზარდოს გონიერი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდები. როდესაც სულიერ ორიენტირსა და ფუნქციას კარგავს აღმზრდელობითი დაწესებულება და ხდება პოლიტიზირებული კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ, მისი შინაარსიც რადიკალურად განსხვავებული ხდება და მახინჯდება მთელი სტრუქტურა. ზუგდიდში მომხდარმა ფაქტმა ყველას დაგვწყვიტა გული, ეს არის კლასიკური მაგალითი ურწმუნოებისა, როდესაც, ადამიანის სულზე ძვირფასი ძალადობით მოპოვებული ხმა ხდება. ხელისუფლებას, რომელსაც არა აქვს სარწმუნოება, არა სწამს ღმერთი, რომელიც უარყოფს ქრისტიანულ ზნეობრივი იდეალებს, უბედურია; ის არ ასრულებს თავის დანიშნულებას და ის ხდება მავნებელი საზოგადოებისთვისაც , რადგან უთხრის ძირს ხალხის ზნეობას, ხოლო სარწმუნოების და ზნეობის დარღვევა ჩვენ გვიქადის თანდათანობით გადაშენებას. ამის მაგალითები ისტორიაში ბევრი გვაქვს. ურწმუნოებას შეხორცებული ძალადობა გამრყვნელია საზოგადოებრივი ცხოვრებისა, იგი მტერია ერისა. ვუცხადებ თანაგრძნობას პედაგოგ ია კერძაიას ოჯახს, ვუერთდები მათ ტკივილს და ვიმედოვნებ რომ მსგავსი ქმედება არასდროს განმეორდება! ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის სულს და კეთილდღეობა ნუ მოაკლოს ქართველ ერს! ამინ!" - წერს სასულიერო პირი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42