უწყებაში აცხადებენ, რომ ცალკეული ძალებისგან ამ ტრაგედიის პოლიტიზირება ხდება, რაც მათი თქმით, დაუშვებელია.
ბაჩანა შენგელიას კი აღნიშნავს, რომ სამინისტრო პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს და პედაგოგების უპატივცემულობას ავლენს.
ბაჩანა შენგელია კონკრეტული საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულზე საუბრობს და შესაბამისი ორგანოებისგან საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს.
„სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული. პოლიტიზება რომელიმე მხრიდან თუ ჰქონდა ამ საკითხს, ჰქონდა მათი მხრიდან და შესაბამისად, ამ შემთხვევაში უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულთან, რომელსაც მოჰყვა უმძიმესი შედეგი. წინასწარ საუბარი იმაზე, რომ ეს იყო დარღვევა და შესაბამისად, მათ ჰქონდათ ამ ყველაფრის გაკეთების უფლება, როგორც სადისტურად და როგორც არა ადამიანურად მოექცნენ ამ სკოლას და მის დირექტორს, ეს იქნება უბრალოდ პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და შესაბამისად, აღქმული იქნება როგორც მათი მხრიდან რაღაც ამ თემის, ესე ვთქვათ, დაფარვა,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






