"ბიჭმა „ქუჩის აკადემია“ უნდა გაიაროს და იცოდეს, რომ პოლიციაში არ უნდა დარეკოს" - კვლევის მონაწილე მშობელი
საზოგადოება - 14:08, 10 Dec, 2018     3152
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა - საქართველოში მოზარდთა მშობლების უმეტესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს. ანგარიშის მიხედვით აღნიშნული მეთოდი ფიზიკური - ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს მოიცავს.


კვლევის მიეხევით, საქართველოში მოზარდის აღზრდის პროცესში მშობლების დიდი ნაწილის სირთულეებს განიცდის და მოზარდები მშობლების სათანადო მხარდაჭერას ვერ გრძობენ. მშობლები ნახლებად ზრუნავენ მოზარდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

მშობელთა მცირე რაოდენობა არის ჩართული მოზარდისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში, როგორიც არის: მოზარდთა ჯანმრთელობა, ჯანმრთელობისათვის სარისკო ქცევების პრევენცია, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ძალადობის პრევენცია.

მოზარდობის ადრეულ პერიოდში მყოფი მოზარდების თქმით, ისინი უხერხულობას განიცდიან და თავს არაკომფორტულად გრძნობენ მშობლებთან სექსუალობის გარშემო არსებულ საკითხებზე საუბრისას, ამიტომ, ამ თემაზე ინფორმაციის მოსაძიებლად, ამჯობინებენ ინტერნეტს მიმართონ.

"კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს ცხოვრების საკმაოდ ადრეულ ეტაპზევე უწევთ ძალადობასთან შეხება. მოზარდები ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი ძირითადად ოჯახში, სკოლასა და უბანში ხდებიან. გამოვლინდა, რომ „ბულინგი“ სერიოზული პრობლემაა და ბიჭების ცხოვრებაში ხშირად გვხვდება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან. გოგონებთან შედარებით ბიჭები უფრო ხშირად ხდებიან „ბულინგის“ სამიზნე. 10-14 წლის ბიჭების თქმით, ბავშვები ერთმანეთის მიმართ ძალიან ხშირად ავლენენ აგრესიას სკოლაში, მათ შორის ხშირია დარტყმა, ჯაჯგური, ცემა და დაცინვა

მშობლები და მოზარდის ცხოვრებაში მყოფი სხვა უფროსები, გავლენას ახდენენ იმაზე, თუ როგორ ესმით, რეაგირებენ და უმკლავდებიან ძალადობის მომსწრე ან მსხვერპლი მოზარდები თავიანთ ემოციებს. როდესაც მშობლები ვერ ახერხებენ მოთმინებით და მხარდაჭერით უპასუხონ მოზარდების მიერ გაზიარებულ ამბებს ძალადობაზე, შვილები აღარ უზიარებენ მათ მსგავს გამოცდილებებს, რადგან დასჯის, იგნორირების, კრიტიკისა და ეჭვის გაჩენის ეშინიათ“ - წერია კვლევაში.

მოზარდობის პერიოდში ბიჭები ე.წ. „ქუჩის აკადემიას“ გადიან. კვლევაში მონაწილე მამები არ ავლენენ შეშფოთებას იმ სარისკო ქცევების მიმართ, რასთანაც შესაძლოა ჰქონდეთ შეხება მათ შვილებს ე.წ. „ქუჩის აკადემიაში“. ამასთან, ამ „სკოლის“ გავლა მოზარდის ცხოვრებაში ერთ-ერთ საჭირო გამოცდილებად აღიქმება.

„ბიჭმა „ქუჩის აკადემია“ უნდა გაიაროს და იცოდეს, რომ პოლიციაში არ უნდა დარეკოს“ (ფოკუს ჯგუფი, მოზარდების მამები; ბათუმი, საქართველო, 22 ოქტომბერი 2017)

„მამაჩემი უფრო ბედნიერი იქნებოდა, თუ ვცემდი იმას, ვინც სხვებს ჩაგრავს“ (ფოკუს ჯგუფი, 10-13 წლის ბიჭები; თელავი, საქართველო, 29 ოქტომბერი 2017).

კვლევის შედეგად გამოვლინდა საერთო ტენდენცია მშობლებში, კერძოდ კი, მამებში, რომლებიც ძალიან დაღლილები და სასოწარკვეთილები ჩანან შვილების დაუმორჩილებლობით. აღმოჩნდა, რომ მხარდაჭერას და იმედს ისინი სასულიერო პირებთან (მაგალითად, მღვდლებთან) ეძებენ. თბილისელი მამები შვილებთან არსებული გადაუჭრელი კონფლიქტების მოსაგვარებლად ხშირად მღვდლებს მიმართავენ. მათი აზრით, მონასტერში ცხოვრება მოზარდის ქცევას შეცვლის და გამოასწორებს.

-------------------------------------------------------------------------------

კვლევის მონაცემების მოსაპოვებლად გამოყენებულია თვისებრივი მეთოდები, კერძოდ, ჩაღრმავებული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები. კვლევის სამიზნე ჯგუფებია:

● მოზარდები მოზარდობის პერიოდის ადრეული (10-13) და გვიანი (14-17) ასაკობრივი ჯგუფებიდან;

● მოზარდების მშობლები/აღმზრდელები;

● წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ მოზარდების აღზრდასთან დაკავშირებულ პროგრამებზე, პროექტებსა და პოლიტიკის შემუშავებაზე.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 10 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 16 დისკუსია ფოკუს ჯგუფთან. კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების კონფიდენციალობიდან გამომდინარე, მათი ჩართვა ფოკუს ჯგუფის დისკუსიებში, ვერ მოხერხდა. თუმცა კვლევის ეროვნულმა გუნდმა ამ სამიზნე სეგმენტთან დაკავშირება შეძლო „პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით და კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან დამატებით 4 ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდა.

ფოკუს ჯგუფები გაიმართა თბილისში, კახეთსა და აჭარაში მცხოვრებ მოზარდებთან (8 ფოკუს ჯგუფი) და მოზარდების მშობლებთან/აღმზრდელებთან (8 ფოკუს ჯგუფი). საველე სამუშაოებმა 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი მოიცვა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42