გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა - საქართველოში მოზარდთა მშობლების უმეტესობა აღზრდის ავტორიტარულ სტილს მიმართავს. ანგარიშის მიხედვით აღნიშნული მეთოდი ფიზიკური ა ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს მოიცავს.
კვლევის მიეხევით, საქართველოში მოზარდის აღზრდის პროცესში მშობლების დიდი ნაწილის სირთულეებს განიცდის და მოზარდები მშობლების სათანადო მხარდაჭერას ვერ გრძობენ. მშობლები ნახლებად ზრუნავენ მოზარდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე:
„მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს მოზარდობის პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში და საჭირო უნარების განვითარებაში. თუმცა მშობლებს თავადაც სჭირდებათ დახმარება ამ მიმართულებით. საქართველოში არ არსებობს მოზარდთა მშობლობის გაძლიერებისკენ მიმართული პროგრამები. ჩვენი კვლევის მიზანია, დავეხმაროთ სახელმწიფოს, შექმნას მოზარდთა მშობლების მხარდამჭერი პოლიტიკა და პროგრამები“, – საქართველოში აცხადებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის კვლევამ ექვსი ქვეყანა მოიცა – ბელარუსი, ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა, მონტენეგრო და რუმინეთი. გამოკითხვა 10-13 წლის და 14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფებთან, ასევე მათ მშობლებთან და აღმზრდელებთან ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები






