კლუბური ნარკოტიკით გარდაცვალების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა თბილისში. რამდენიმე დღის წინ, სამი ახალგაზრდა ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა. მათ ე.წ. კლუბური ნარკოტიკი მიიღეს, რის შემდეგაც ისინი შეუძლოდ გახდნენ და საავადმყოფოში მოათავსეს.
პაციენტებიდან, ერთ-ერთი ახალგაზრდა 19 წლის დიმა გორგიძე გარდაიცვალა. ის ქუთაისში გადაასვენეს. ორი მათგანი კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, მათ შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით გარდაცვლილმა ახალგაზრდამ, თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად გარდაიცვალა. ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ ორმა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია გამოწვეული იყო სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა.
მასალის გამოყენების პირობები






