პირველად საქართველოში, წამყვანი ბიზნეს კომპანიები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის ერთიანდებიან, ხაზს უსვამენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას და ხელსაწერენ ბიზნესში ქალთა გაძლიერების პრინციპებს.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, სიდა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ღონისძიებას უმასპინძლებენ,სადაც ბიზნესის 100-ზე მეტი წარმომადგენელი იმსჯელებს გენდერული თანასწორობის საკითხში ბიზნესის როლზე და საქართველოში ქალთა ეკონომიკურიგაძლიერების საქმეში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ორგანიზატორები, ბიზნეს სექტორს, კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შეუერთდეს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რათა გაიზარდოს მათივე კომპანიებისნაყოფიერება, რაც საბოლოოდ, ეკონომიკურ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების ზრდასა და განვითარების სტიმულირებას განაპირობებს.
ღონისძიება იმართება პროექტის ,,ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ფარგლებში, ნორვეგიის საგარეო საქმეთასამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის გამოყენების პირობები






