"მინდა ცხოვრების ბოლო წლები ღირსეული ადამიანივით ვიცხოვრო და არა ქუჩის მაწანწალა ძაღლივით...“ - ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილ ფეხბურთელს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 13:43, 08 Dec, 2018     5964
„ადრე მეგონა, რომ ვერაფერს ვასწრებ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, ხოლო როდესაც მარტოხელა და უძლური ხარ, მაშინ დრო უსასრულოდ იწელება. ამას შევეჩვიე უკვე... ვიცი, მუდმივი არაფერია, ამიტომ მინდა, რომ ცხოვრების ბოლო წლები ღირსეული ადამიანივით ვიცხოვრო და არა ქუჩის მაწანწალა ძაღლივით...“ - ეს სიტყვები 80 წლის სულიკო ნიქაბაძეს ეკუთვნის.


იგი დაიბადა სოფელ ფარცხანაყანებში, წლების განმავლობაში ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო, 22 წელი წყალტუბოს სპორტსკოლას ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი უშუალო მეცადინეობით აშენდა ქალაქის ცენტრალური სტადიონი, რომელიც ადგილობრივთა და დამსვენებელთა საყვარელი გასართობი ადგილი იყო დიდი ხნის მანძილზე.

ბატონმა სულიკომ საინტერესო ცხოვრების გზა განვლო, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და ქალაქისთვის, თუმცა სიბერის ჟამს იგი ყველასაგან დავიწყებული აღმოჩნდა...

რამდენიმე წლის წინ ბატონ სულიკოს მეუღლე გარდაეცვალა, ხოლო ნერვიულობის ნიადაგზე მან მხედველობა დაკარგა... ერთადერთი ახლობელი ადამიანი, ვინც მას დარჩა, ეს არის მისი 90 წლის და ვენერა, რომელიც დაავადებულია სკლეროზის მძიმე ფორმით.

მოხუცები ცდილობენ ერთმანეთზე იზრუნონ, მაგრამ ყოველი დღის გათენება მათთვის ნამდვილი განსაცდელია. ისინი რის ვაი-ვაგლახით გადაადგილდებიან, სანახევროდ შიმშილობენ, მათ სანახავად არავინ მოდის, სხედან მთელი დღე გაყინულ ოთახში და წარსულს მისტირიან.

ჩვენ ბატონ სულიკოს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით:

გჯერათ თუ არა დახმარებისა უცნობი ადამიანების მხრიდან?

- რა თქმა უნდა მჯერა. რომ არა კეთილი ადამიანები, ცოცხალი უკვე აღარ ვიქნებოდი, თუმცა ყოველთვის მერიდება შეწუხება... მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი მე და ჩემს დას არ გვაქვს... ძალიან ბევრია ჩვენსავით სიდუხჭირეში მცხოვრები მოხუცი... ეჰ, როცა ახლაგაზრდები ვიყავით, ყველას ვჭირდებოდით, ახლა კი - სრულიად მივიწყებულები ვართ...

ყველაზე მეტად რაზე გწყდებათ გული?

- იმაზე, რომ მე და ჩემს მეუღლეს შვილები არ გვეყოლა. შვილები- ეს დიდი ძალაა, მაგრამ ღმერთის ნება ასეთი იყო!

რა იყო თქვენი ცხოვრების მთავარი ოცნება?

- სპორტული კარიერა - ეს იყო ჩემი ცხოვრების მამოძრავებელი მუხტი და საკმაო წარმატებებსაც მივაღწიე. კიდევ ვოცნებობდი შვილებზე, მაგრამ ეს აუხდენელ ოცნებად დამრჩა.

დღეს თუ ოცნებობთ რამეზე?

-შიმშილით რომ არ დავიხოცოთ მე და ჩემი და...რომ ვიღაცამ გადმოგვხედოს და ცოტათი მაინც შეგვიმსუბუქოს ცხოვრება.

თქვენს ისტორიას უამრავი ადამიანი წაიკითხავს. გინდათ, რომ მათ მიმართოთ?

-მე ვიცი, რომ საქართველოში უამრავი კეთილი ადამიანია. მინდა მათ მივმართო თხოვნით, რომ ჩვენც გადმოგვხედონ. ყველას ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, ბედნიერებას, შვილების მოსწრებას და კეთილდღეობას! გფარავდეთ უფალი!

მეგობრებო, შემოწირულობა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სულიკო ნიქაბაძე ) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/189-nikabadze/?fbclid=IwAR0RpC-iNwqHulXNVylrfBsFhOoooEn_nAYPqETZCyQJEBzp7F4RhqTq3m4





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42