საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი 21 დეკემბერს გაიმართება
საზოგადოება - 11:54, 08 Dec, 2018     2007

ფორუმის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი ხორციელდება 2007 წლიდან დღემდე ერთ ან ორ წელიწადში ერთხელ საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიციატივითა და მონაწილეობით.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი ჩატარდება ქალაქ თბილისში 2018 წლის 21 დეკემბერს UNFPA, UNICEF და UNIDO-ს მხარდაჭერით. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებები, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ჩართულნი არიან ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობაში და ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები.

ფორუმის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება დოკუმენტი, სადაც იქნება ასახული ფორუმზე გამოთქმული მოსაზრებები ახალგაზრდული სფეროს განვითარების ხელშესაწყობად.

ფორუმის მიზანი

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმის მიზანია სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის კონსტრუქციული სტრუქტურირებული დიალოგის ხელშეწყობადა მონაწილე ორგანიზაციებისათვის ინფორმაციის მიწოდება ახალგაზრდულ სფეროში არსებული პროცესებისა და გამოწვევების შესახებ;

ფორუმის ამოცანები

  • ახალგაზრდული ორგანიზაციების ინფორმირების გაზრდა ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე, საკითხებსა და პროგრამებზე
  • საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს განვითარებასთან დაკავშირებით ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება
  • „ახალგაზრდული ინდექსის“ რაობისა და მნიშვნელობის გაცნობა
  • ერთიანი ხედვის შემუშვება ახალგაზრდებთან სტრუქტურირებული დიალოგის გამართულ და მდგრად მექანიზმებთან დაკავშირებით
  • ევროპული პერსპექტივის განხილვა და ძირითად გზავნილებზე შეჯერება
  • ახალგაზრდული პოლიტიკისგანხორციელების მთავარი გამოწვევების გამოვლენა და მოლოდინების კომუნიკაცია პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებებთან

სამუშაო ფორმატი მოიცავს პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას.

ფორუმში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას. განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით.

განაცხადის ელექტრონული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://youth.ge/განაცხადის-ფორმა/

თითო ორგანიზაციიდან შესაძლებელია დარეგისტრირდეს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. ასევე, ფორუმზე დაიშვებიან მხოლოდ დარეგისტრირებული მონაწილეები.

მისამართი:

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-9 ფორუმი გაიმართება მულტიფუნქციურ კომპლექს ფაბრიკის დიდ საკონფერენციო დარბაზში, ქ. თბილისი, ე. ნინოშვილის 8.

მე-9 ფორუმი გაიმართება 2018 წლის 21 დეკემბერს. მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 21 დეკემბერს 9:00-ზე, ხოლო ფორუმი დაიწყება 21 დეკემბერს 09:30 საათზე.ფორუმზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა სიაც იქნება მოცემული ამავე ბლოგის გვერდზე “მონაწილეთა სია”. საბოლოო სია გამოქვეყნდება 2018 წლის 20 დეკემბერს.დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ ამ ბლოგის გვერდი “ხშირად დასმული შეკითხვები“, თუ თქვენს კითხვაზე ვერ იპოვეთ გაცემული პასუხი ამ შემთხვევაში დაუკავშირდით გიორგი კაკულიას, ფორუმის მთავარ ფასილიტატორს შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: giorgi.kakulia@apd.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42