ავსტრიის პრეზიდენტის შვილი საცხოვრებლად საქართველოში გადმოდის
საზოგადოება - 15:54, 07 Dec, 2018     6105

ავსტრიის მოქმედი პრეზიდენტის შვილი, ფლო­რი­ან ვან დერ ბელენი საცხოვებლად საქართველოში გადმოდის. ამის შესახებ სააგენტო sova.news წერს და ფლორიანის ინტერვიუს აქვეყნებს.

როგორც გამოცემა წერს, ფლორიანმა საქართველოს შესახებ პირველად სამხრეთ კორეაში, ერთ-ერთ კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციისგან შეიტყო. მაშინ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ესტუმრებოდა საქართველოს და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა ერთი წლის შემდეგ შეარულა.

თბილისში, 2017 წელს ჩამოვიდა სამსახურებრივი მიზნით, თუმცა ერთი კვირა დარჩა. ამ დროის განმავლობაში სვანეთის მონახულება მოასწრო, რომელიც მშობლიურ ტიროლს აგონებს.

„როდესაც ავსტრიაში დავბრუნდი, ვეღარ ვიძინებდი. რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა. თითქოს, ადამიანთან შევხედრის შემდეგ, რამდენიმე დღეში აღმოაჩენ, რომ შეყვარებული ხარ“ - ამბობს ფლორიანი.

მას შემდეგ ის საქართველოში რამდენჯერმე დაბრუნდა. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის არ ჯე­რო­და. მისი თქმით, გა­და­წყვი­ტა, თა­ვად ენა­ხა, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი.

2018 წლის მაისში, საქართველოში საკუთარი კომპანია დააარსა, ახლა კი საცხოვრებლად აპირებს გადმოსვლას.

ფლორიანი ფიქრობს, რომ დასავლეთ ევროპიდან ტურისტების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტურისტულ რუკაზე საქართველო ჯერაც არ აღმოუჩენია ბევრს.

„ევროპელებისთვის საქართველო ჯერაც ეგზოტიკაა“ - ამბობს ფლორიანი.

ფლორიანს ტურიზმის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რომლის გამოყენებაც საქართველოში გადაწყვიტა. საქართველოში ის ბიზნეს-კონსულტაციითაც არის დაკავებული: ინვესტორებს ქვეყნის პოტენციალზე უყვება.

„ჩემი სიტყვები საქართველოზე სიყვარულს აღძრავს. ვყვები იმაზე, როგორი ევროპული ქვეყანაა საქართველო. ევროპელები მას ეგზოტიკურად მიიჩnევენ, მაგრამ ჩამოსულები ხვდებიან, რომ ასე არ არის. საქმიან ხალხს კი ლიბერალურ გარემოსა და შესაძლებლობებზე ვუყვები“ - ამბობს ფლორიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42