განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალი, თანასოფლელებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ შვილის სკოლაში ჯერ ბავშვთან ერთად ექსკურსიაზე წასვლა გაუპროტესტეს, შემდეგ კი ბორჯომიდან მცხეთაში წასულს შეურაცხყოფა მიაყენეს. განსხვავებული ვერსია აქვთ მასწავლებლებს და მასწავლებლებს. ფაქტს დისციპლინუნრი საბჭო იკვლევს.
ცერებრალური დამბლის მქონე თამარ ბიბილურის თქმით, სკოლის წარმომადგენლებმა ის საკუთარი შვილთან დაამცირეს, რამაც ბავშვზე ძალიან იმოქმედა:
„უთხრეს თუ ვერ დადიოდა, რას მოეთრეოდაო...“- აცხადებს თამარ ბიბილური.
ექსკურსიის შემდეგ ინციდენტის გარჩევა სოფელ დვირის საჯარო სკოლაში გაგრძელდა, თამარ ბიბილურის დედა და ბავშვის მეურვე ამბობს, რომ მის მე-9 კლასელ შვილიშვილს მასწავლებელმა წლის ბოლოს სკოლიდან გასვლა შესთავაზა და კლასელების თანდასწრებით უხეშად მიმართა.
პედაგოგის მხრიდან უხეშ საქციელს არ უარყოფს სოფელ დვირის სკოლის დირექტორი, თუმცა თავად ინციდენტზე განსხვავებული ინფორმაცია აქვს.
„სატრანსპორტო საშუალება პატარა იყო და ვერ დაიტევდა ამდენ ხალხს, თან იყო სასწავლო ექსკურსია. მასწავლებელი აღელვების ნიადაგზე თუ რა იყო არ ვიცი, შესულა კლასში და ბავშვისთვის უთქვამს რაღაცეები და ეს ყველაფერი ზუსტდება, ამის შემდეგ მოუხადეს კლასის წინაშე ბოდიში.“- აცხადებს სკოლის დირექტორი დარეჯან კევლიშვილი.
ინციდენტს ადასტურებს მასწავლებელიც, მისი თქმით თავდაპირველად აღელვებული იყო, შემდეგ კი ბავშვს კლასის წინაშე ბოდიში მოუხადა. აღელვების მიზეზად კი მომხდარის არასწორ ინტერპრეტირებას ასახელებს.
„არ ყოფილა სვეტიცხოველში, ჩვენ ვთხოვეთ დარჩენილიყო სამარშუტო ტაქსში, იმიტომ რომ ის ვერ წავიდოდა სამთავროს მონაწტრიდან სვეტიცხოვლამდე. არანაირი ქუჩაში დატოვება. რომ ვკითხეთ სად წახვედი, მარტო ხომ არ ვიქნებოდი ტრანსპორტშიო.“- აცხადებს პედაგოგი ნათია კევლიშვილი.
ბორჯომის რესურსცენტრში დისციპლინური საბჭოს დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები






