"ჩვენ არასდროს მიგვიღია საჩუქრები...თუ ვინმე კამფეტს გვაჩუქებს, სამ ნაწილად ვყოფთ" - მრავალშვილიან მამას საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 12:52, 06 Dec, 2018     1330
გიორგი 14 წლისაა, ანი - 11 წლის, გოგი- 7 წლის, საბა- 4 წლის, ხოლო ანდრიას ამასწინათ 2 თვე შეუსრულდა. მათ ხშირად აკლიათ ნორმალური კვება, ტანსაცმლის უქონლობის გამო აცდენენ გაკვეთილებს, არ აქვთ სათანადო მკურნალობა... ეს ბავშვები მოკლებულნი არიან სათამაშოებს, გართობას, წიგნებს და საღამოებს ელექტროღუმელთან ატარებენ. თუ მშობლები ვერ გადაიხდიან სინათლის ფულს, მაშინ ეს „სიამოვნებაც“ აღარ ექნებათ!

„ჩვენ გვჯერა თოვლის პაპის - გვითხრეს ბავშვებმა. კარგად ვიქცევით, მშობლებს ვუჯერებთ, ვეხმარებით მოხუც მეზობელს პურის მოტანაში... მაგრამ თოვლის პაპა ჩვენთან რატომღაც მაინც არ მოდის, ჩვენ არასდროს მიგვიღია საჩუქრები...თუ ვინმე კამფეტს გვაჩუქებს, სამ ნაწილად ვყოფთ, გიორგი დიდია და ჩვენ გვითმობს, ხოლო ანდრიასთვის არ შეიძლება ჯერ...“.

ზურაბ ტივაძე, ბავშვების მამა, სასოწარკვეთაშია. ადრე მას ჰქონდა ავეჯის სარემონტო საამქრო, ჰყავდა ავტომობილი, გააჩნდა შემოსავალი, მაგრამ ყველაფერის გაყიდვა მოუწია, რომ ბავშვებისთვის საკვები და წამალი ეყიდა. აი, რას გვიყვება ზურაბი: „მე მეუღლემ მიმატოვა. მაშინ მის სახლში ვცხოვრობდი, სამ შვილთან ერთად გადავბარგდი ბებიასთან, რომელიც წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს... შემდეგ გავიცანი ჩემი ოცნების ქალი, შევირთე ის ცოლად, ვიშვილე მისი ვაჟი… ნატალია გახდა ჩემი შვილებისთვის მზრუნველი დედა, მე კი ჩემი მხრიდან ყურადღებას არ ვაკლებ მის ბიჭს... ორიოდე თვის წინ კი საერთო ვაჟი შეგვეძინა! ჩვენ არავინ გვეხმარება. მესმის, რომ ყველას თავისი პრობლემები აქვს....ამიტომ მხოლოდ ღმერთის იმედი მაქვს“.

მეგობრებო, მოდით გავუმაგროთ მრავალშვილიან მამას რწმენა! მოდით დახმარების ხელი გავუწოდოთ ამ ოჯახს, არ დავტოვოთ ისინი ყურადღების გარეშე.

შემოწირულობა პამპერსის, საკვების და საოჯახო ნივთების საყიდლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ტივაძეების ოჯახი) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩერნოვეცკის ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42