ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა მიკელე დე ლუკიმ „მომავლის არქიტექტურაზე“ მასტერკლასი გამართა
საზოგადოება - 13:23, 05 Dec, 2018     1035

4 დეკემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ კომპანიამ „უძრავი ქონება“ ცნობილ იტალიელ არქიტექტორს უმასპინძლა. მიკელე დე ლუკიმ „მომავლის არქიტექტურაზე“ მასტერკლასი გამართა.

ღონისძიებას დაესწრნენ: სტუდენტები, არქიტექტორები, ურბანისტები, ქალაქმშენებლობის სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები.

„m²“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სასტუმროების ქსელის განვითარების ფარგლებში, მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. სწორედ ამას უკავშირდება იტალიელი არქიტექტორის ვიზიტი საქართველოში. მიკელე დე ლუკის ავტორობით „m²“ თელავსა და ახაშენში ახალი სასტუმროების მშენებლობის პროექტირებაზე მუშაობს.

ცნობილი არქიტექტორის სახელს უკავშირდება უამრავი მსხვილი პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის არის ვენეციისა და მილანის დიზაინის სკოლების საპატიო პროფესორი და არაერთი ჯილდოს მფლობელი. თავისი კარიერის მანძილზე მან მრავალი პროექტი განახორციელა საქართველოში, მათ შორის არის მშვიდობის ხიდი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა თბილისში.

„მოხარული ვარ, რომ ვიზიტის ფარგლებში მოხერხდა და მიკელე დე ლუკი დაგვთანხმდა მასტერკლასის გამართვაზე. მისი ხედვა ცალსახად ძალიან საინტერესო უნდა იყოს ქალაქმშენებლობის, არქიტექტურის, სამშენებლო და დიზაინის სფეროს პროფესიონალებისთვის. ჩვენ მასთან თელავისა და ახაშენის სასტუმროების პროექტირების ფარგლებში ვთანამშრომლობთ. მიმაჩნია, რომ ორივე პროექტი რეგიონისთვის ისტორიული მნიშვნელობის იქნება და ამასთანავე, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯიც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის“. - ამბობს ირაკლი ბურდილაძე, „m²“-ის გენერალური დირექტორი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42