"ავალებდნენ ქართულ ოცნებასთან ეთანამშრომლა, გათავისუფლებით დაემუქრნენ" - ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი რეანიმაციაშია მოთავსებული
საზოგადოება - 18:53, 02 Dec, 2018     6921

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერძაია ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია არ გამორიცხავს, რომ დედის მძიმე მდგომარეობა მმართველი გუნდის მიერ არჩევნების პერიოდში მასზე ზეწოლასა და „ქართული ოცნების“ მხრიდან აგიტაციის შესახებ დავალებას უკავშირდებოდეს. დეტალებზე საუბარს შენგელიები ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

„სავარაუდოდ, ავალდებულებდნენ არჩევნების წინ, ან უფრო სწორად, შეიძლება არ ავალებდნენ, მაგრამ სთხოვდნენ გარკვეულ წილად, რომ მათთან ეთანამშრომლა. საუბარია მმართველი პარტიის შესახებ.

"9 ნოემბერს, თბილისიდან ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში გამოიგზავნა განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ორი თანამშრომელი, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში, დილის 9 საათიდან ღამის 9 საათამდე ახორციელებდნენ შემოწმებას. სინამდვილეში ეს არ იყო შემოწმება, არამედ იყო ჩვეულებრივი რეპრესია, ვინაიდან პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, მიმდინარეობდა პედაგოგების და სკოლაში დასაქმებული თანამშრომლების დაკითხვა. დიახ, დაკითხვა, "დასაკითხ პირებს" აფრთხილებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მუხლით (ამ დროს, ნებისმიერმა დამწყებდა იურისტმა იცის, რომ ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტის მიერ სამსახურებრივი შემოწმება არ ნიშნავს მართლმსაჯულების განხორციელებას). ერთი სრული დღე მხოლოდ სკოლის დამლაგებლების დაკითხვას დაეთმო. დაკითხვის მეთოდები იყო მაქსიმალურად ხისტი და მათ მოახერხეს ეს ე.წ. ინსპექტირების პერიოდი წარმოუდგენელი წნეხის და სტრესის ქვეშ ჰყოლოდათ მთელი სკოლა და რაც მთავარია, სკოლის დირექტორი" - წერდა შენგელაია.

სკოლის შემოწმების ფაქტს რამდენიმე დღის წინ თავად დირექტორი ია კერძაიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასოდეს არცერთი პარტიის აქტივისტი არ ყოფილა.

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერძაია Facebook-ზე და ამბობდა, რომ თუ სამეურვეო საბჭო მას თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებდა.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ დღეს გამართულ აქციაზეც განაცხადა.

„მე მინდა ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გაუწყოთ, ეს წუთია მივიღეთ ზუგდიდიდან ინფორმაცია, რომ ბაჩანა შენგელაიას დედა მე-6 სკოლის დირექტორი, ამ არჩევნების ფონზე დაიბარა ხელისუფლებამ, დაემუქრა გათავისუფლებით, მიაყენა შეურაცხყოფა და ამ ქალბატონმა დღეს დილით მიიღო ინსულტი და ახლა ის სიცოცხლისთვის იბრძვის. აი ამ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე,ხელისუფლებას, რომელიც ისროდა ლოზუნგებს არა ძალადობას, არჩევნების დღეების ჩათვლით და არჩევნების შემდეგ ძალადობის მეტს არაფერს უჩვენებს ქართველ ხალხს" - განაცხადა ქარდავამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42